იუპიტერი უამრავ მთვარეს მასპინძლობს. თუ ნასას მონაცემებს დავეყრდნობით, მათი რაოდენობა 80-95-მდე მერყეობს. ამჯერად კი, მკვლევრების ყურადღება ძალიან არასტაბილური ბუნების გამო Io-მ მიიპყრო — უამრავი ვულკანითაა წარმოდგენილი, არა მხოლოდ მიძინებული, არამედ აქტიური ვულკანებითაც, რომელთა ამოფრქვევა კამერამ სულ ახლახან დააფიქსირა.
ვულკანების მასას იუპიტერსა და ორ სხვა გიგანტურ თანამგზავრს, Ganymede-სა და Europa-ს შორის არსებული პოზიციით ვიღებთ. ამ გალაქტიკურ სხეულებს შორის არსებულმა გრავიტაციულმა ძალებმა lo-ში სითბოს წარმოქმნა განაპირობა, რომელიც ჩვენს მთვარეზე სულ ცოტათი არის დიდი. ამხელა სითბო კი სადღაც უნდა გაეთავისუფლებინა, ამიტომ მისი ზედაპირი ლავით დაიფარა.
Nasa-ს Juno-ს ზონდმა სურათები იუპიტერის გარშემო 51-ე მოგზაურობის დროს გადაიღო. მართალია, არ აპირებს პირდაპირ Io-კსენ გაემართოს, მაგრამ მის გვერდის გავლას წლის ბოლოსთვის ნამდვილად გვპირდება, რათა ამ ცხელ ვულკანურ საოცრებას კვლავ დააკვირდეს.
„დროთა განმავლობაში მისი გამოკვლევით შეგვიძლია თვალი ვადევნოთ, თუ რამდენად განსხვავდება ვულკანები, რამდენად ხშირად ამოიფრქვევა, რამდენად ნათელი და ცხელია, უკავშირდება თუ არა ჯგუფს ან იცვლება თუ არა ლავის ნაკადების ფორმა“, — აცხადებს სკოტ ბოლტონი, Juno-ს მკვლევარი.