in

9 თვის შემდეგ NASA-მ კოსმოსში ჩარჩენილი ასტრონავტები დედამიწაზე დააბრუნა!

საზეიმო დახვედრა დელფინებმა მოუწყვეს…

ზუსტად 9 თვის წინ გავიგეთ, რომ Boeing Starliner-ის ეკიპაჟის წევრები ISS-ამდე მივიდნენ და ეს აღსანიშნავი ამბავი იყო, თუ წინა ჩაგდებულ ორ მცდელობას გავიხსენებთ. თუმცა, უფრო საინტერესო ამბები თურმე წინ გველოდა — ნასას დედამიწაზე 8 დღეში უნდა დაებრუნებინა ისინი, რეალურად კი ამ ამბავს 9 თვე მოანდომა — დღეს კი ვიგებთ, რომ ასტრონავტები ბაჩ უილმორი და სუნი უილიამსი SpaceX-ის კაფსულით მექსიკის ყურეში დაეშვნენ და დაუგეგმავი ოდისეა“ დაასრულეს!

M2
M2

ასტრონავტები კაფსულიდან ერთ საათში გამოვიდნენ, კამერებსაც გაუღიმეს და ხელიც დაგვიქნიეს. ამ დროს საკაცეებზე იყვნენ მოთავსებულნი შემდგომში ჩვეული სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად. თუმცა, ჩვენამდე საზეიმო დახვედრა დელფინებმა მოუწყვეს, როცა კაფსულის ირგვლივ დაიწყეს ტრიალი:

ეს ამბავი კი გასულ გაზაფხულს Boeing-ის არასრულფასოვანი სატესტო ფრენით დაიწყო. ასტრონავტები კოსმოსში კვირის მანძილზე უნდა ყოფილიყვნენ მანამ, სანამ Boeing-ის ახალი Starliner-ის ეკიპაჟი იქ 5 ივნისს მივიდოდა. იმდენი პრობლემა წარმოიშვა, რომ ნასამ Starliner ცარიელი დააბრუნა დედამიწაზე და ასტრონავტები SpaceX-ს გადასცა. შემდეგ გვითხრა, რომ ისინი თებერვალში დაბრუნდებოდნენ, თუმცა, SpaceX-ის კაფსულასთან დაკავშირებულმა საკითხებმა პროცესი კიდევ ერთი თვით დააყოვნა. 

ამგვარად, ვილმორმა და უილიამსმა კოსმოსში 286 დღე გაატარეს — 278 დღით მეტი იმაზე, ვიდრე დაგეგმილი იყო. დედამიწას 4576-ჯერ შემოუარეს და 195 მილიონი კილომეტრი გაიარეს დაშვებამდე. 

მართალია, სხვა ასტრონავტების სახელს უფრო გრძელი კოსმოსური ფრენები უკავშირდება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არცერთს მოსწევია იმდენ გაურკვევლობასთან გამკლავება, რამდენიც ვილმორსა და უილიამსს. კოსმოსის სტუმრებიდან უცბად ISS-ის სრულფასოვან წევრებად იქცნენ, ჩაატარეს ექსპერიმენტები, შეაკეთეს მოწყობილობები და კოსმოსშიც კი გაისეირნეს ერთად. 

უილიამსმა კოსმოსში ცხრაჯერ, 62 საათის მანძილზე, გასეირნებით, რეკორდიც კი დაამყარა და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ქალ ასტრონავტებს შორის ყველაზე დიდხანს უსეირნია კოსმოსში.

ეს განვითარების 9 თვე იყო და ძალიან ამაყი ვარ ჩვენი გუნდის მრავალმხრივი შესაძლებლობებით, მათი უნარით, ადაპტირდნენ და რეალურად შექმნან საფუძველი კაცობრიობის კოსმოსური ფრენებისთვის მომავალში, — აცხადებს ნასას კომერციული ეკიპაჟის პროგრამის მენეჯერი სტივ სტიჩი.

AWS GameDay – თიბისი IT აკადემიისა და AWS-ის ერთობლივი პროექტი საქართველოში

კოტე სულაბერიძის გამოფენა – ჩემი კავკასიონი