in

NASA-მ 1975 წელს შექმნილი ლოგოსთვის დიზაინერი დააჯილდოვა!

NASA-ს ბრენდინგზე ბევრჯერ მოგიყევით, ამიტომ ახლა ბევრს აღარ გავაგრძელებთ და გეტყვით, რომ კოსმოსური სააგენტო პატივს მიაგებს ადამიანს, რომელიც ცნობილი ჭიისლოგოს უკან იმალება. ახლა მისი დებიუტიდან უკვე თითქმის 50 წელი გავიდა. ორშაბათს, 6 ნოემბერს, კი სააგენტომ რიჩარდ დენი Exceptional Public Achievement Medal-ით დააჯილდოვა ვაშინგტონში — ანუ იქ, სადაც თავად ეს ლოგო დამზადდა. 

BOG
BOG

ყველაფერი 1975 წელს დაიწყო, როცა სააგენტომ თანამედროვე იმიჯის ქონა მოისურვა და დენი და ბიუს ბლექბერნს მიმართა, რომლებიც მაშინ Danne & Blackburn-ის კომპანიას წარმოადგენდნენ. მიღებული გრაფიკა კი ნასას ასოების წითელი, სტილისტური გადმოცემით ჭიას ჰგავდა, ამიტომ დღემდე ჭიის ლოგოდაც მოიხსენიებენ. მიღებული დიზაინი როგორც ნასას თანამედროვეობისკენ სწრაფვას, ისე კვლევების ფუტურისტულ ხედვასა და ძიების სულისკვეთებას ასახავდა. 

საინტერესო ის არის, რომ გრაფიკის მოსაფიქრებლად დიზაინერებს მხოლოდ 1 კვირა ჰქონდათ და დაახლოებით 2 თვე მის დასასრულებლად… და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სტუდია ახლად შექმნილი იყო, მაშინ ფსონები კიდევ უფრო გაიზრდება.

ჩვენი სააგენტო მხოლოდ 1 წლის იყო, ბრიუსი კი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ძალიან ჩართული გახლდათ ფედერალურ საქმეებში, ნასამდე მას American Bicentennial-ის სიმბოლო ჰქონდა შექმნილი, რაც, ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი იყო ჩვენი მიწვევისა. ამგვარად, გადავწყვიტეთ შეგვეთავაზებინა მხოლოდ ერთი სიმბოლო და წარმოგვედგინა 25 დემონსტრაციით, ეს კი რადიკალური იყო მაშინაც და რადიკალურია ახლაც, — იხსენებს დენი პანელური დისკუსიის დროს.

დღეს ჭია კვლავ კოსმოსური კვლევის აღმავლობის სიმბოლოდ რჩება — ის დღეს უფრო პოპულარულია, ვიდრე ადრე. რაღაც არის ამ მთელი ამბის უკან და ფაქტი, რომ იგი სერიოზული და შთამაგონებელი იყო, ძალას მაძლევს. თითქოს, ყველაფერი მარტივია, მაგრამ ამაშია მთელი განსაკუთრებულობა — ისედაც სულ უბრალოებით შთაგონებული ვცხოვრობდი“.

ამგვარად, NASA-მ პატივი მიაგო დენს, ბლექბერნსა და NASA-ს ხელოვნების პროგრამის ყოფილ დირექტორს, რობერტ შულმანს. მათი სახელები Mary W. Jackson NASA Headquarters-ის შენობასთან არსებულ Worm-ის ძეგლზეც ამოტვიფრა.

საინტერესოა ის, რასაც პენტაგრამის პარტნიორი მაიკლ ბირუტი იხსენებს, რომელიც პანელის ერთ-ერთი წევრი იყო. ჰყვება ამბავს, რომ როცა NASA-ს ლოგო გამოვიდა, ის დიზაინის სკოლის პირველ კურსზე იყო. ნასას ლოგოს გენიალურობა კი მისთვის იმაში იმალებოდა, რომ მისი დახატვა ოთხი წლის ბავშვსაც კი შეეძლო.

როგორც კი დავინახე, ყველაფერს მივხვდი, რისი წარმოდგენაც მას სურდა, ისეთი რაღაცებიც კი, როგორზეც ჩვეულებრივ ადამიანი, როგორიც მაგალითად დედაჩემია, იტყვის: რატომ არ არის A-ში ხაზები? და მე ვუპასუხებდი, რომ ასე ის რაკეტის ცხვირს ჰგავს, იგი თანამედროვეა და ერთი გზა უნდა მოგვაგონოს, — აცხადებს ბირუტი.

დენისთვის ჯილდოს გადაცემისას კი NASA-ს ადმინისტრატორმა ბობ კაბანამ აღნიშნა — შეუძლებლის შესაძლებლობად ქცევა ინოვაციების მეშვეობით, შთაგონება აღმოჩენებით, რომლებიც გარდაქმნის სამყაროს ჩვენეულ ცოდნას და ჩვენს ადგილს მასში და აწვდის სარგებელს მთლიან კაცობრიობას, ზუსტად ის არის, რასაც NASA-ში ვაკეთებთ და რასაც ადამიანები ფიქრობენ, როცა ამ მარტივ, მაგრამ საოცარ ლოგოებს უყურებენ. მადლობა, რომ სააგენტოს მიეცით იმიჯი, რომელიც დროს უძლებს და ნასასთვის საკულტო ხდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული სიმბოლო იმისა, რისი მიღწევაც ერთად მუშაობით შეგვიძლია.

საგადახდო მომსახურების ლიდერი – თიბისი ფეი 15 წლისაა

რა უნარები სჭირდებათ თქვენს თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტთან ეფექტურად მუშაობისთვის?