in

ნასამ მთვარის მისიებისთვის 3 მანქანა აირჩია

ბოლოს, როცა ამერიკელები მთვარეზე იყვნენ, Lunar Roving Vehicle-ს, ელექტროენერგიაზე მომუშავე მანქანას მართავდნენ. 1972 წლის შემდეგ მთვარეზე დაშვებას რომ აპირებენ, ესეც ვიცით. ახლა კი ვიგებთ, რომ როცა ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე NASA-ს Artemis-ის მისიის ფარგლებში დაეშვებიან, ისინი იმდენად ფუტურისტულ მანქანას გაატარებენ, რომ Lunar Roving Vehicle-ის ვიზუალს Benz Patent-Motor Car-ს დაამსგავსებენ… 

ნასამ უკვე 3 ფინალისტი გამოავლინა, რომლებიც მთვარის მანქანის შემდგომ თაობას წარმოადგენს, მათ შორისაა Intuitive Machines, Lunar Outpost და Venturi Astrolab — პირდაპირ გეტყვით, თითოეული დიზაინის კონცეფცია რაღაც არაამქვეყნიურს ჰგავს.

Intuitive Machines-ის Moon RACER (Reusable Autonomous Crewed Exploration Rover) ზუსტად ისეა შესაფერისი მთვარის ზედაპირის შესწავლისთვის, როგორც ქვიშის დიუნებზე რბოლისთვის. Lunar Outpost-მა კი Lunar Dawn LTV შემოგვთავაზა გამორჩეული დიზაინით. რაც შეეხება Venturi Astrolab-ს მათ FLEX-ის როვერი შექმნეს მთვარის ნიმუშებისთვის საჭირო სათავსო კონტეინერებით.

თუ ნასას მეცნიერ ჯეიკობ ბლეჩერს დავეყრდნობით, ასტრონავტები მანქანებს ისეთ ადგილებში მისასვლელად გამოიყენებენ, სადაც ფეხით მისვლა შეუძლებელია. ეს კი გაზრდის ჩვენს უნარს, უფრო მეტი ვიკვლიოთ და გავაკეთოთ ახალი მეცნიერული აღმოჩენები. 

თუმცა ნასას ფინალისტებს ამ ეტაპამდე მოსასვლელად მრავალი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწიათ. მაგალითად მანქანები ისეთ ფუნქციებს უნდა შეიცავდეს, როგორებიცაა დისტანციურად მუშაობისა და ექსტრემალური ტემპერატურის გაძლების უნარი, რადგან მთვარის სამხრეთ პოლუსზე ტემპერატურამ 130 გრადუსს შეიძლება მიაღწიოს, ხოლო კრატერების ადგილებში, რომლებიც სულ ჩრდილშია, -334 გრადუსზეც დაეცეს. 

როგორც ნასა ამბობს, ეს მანქანები, სავარაუდოდ, მთვარეზე ასტრონავტებამდე მოხდება და უეკიპაჟო კომერციული აქტივობებისთვის გამოიყენება.

არტემისის მისიებით, რომლებსაც ეკიპაჟი ჰყავს და დისტანციური მართვით, როცა ზედაპირზე არ გვყავს ეკიპაჟი, ჩვენ საშუალება გვეძლევა მთელი წლის მანძილზე მთვარე შევისწავლოთ, — აცხადებს ბლეჩერი. 

ახლა კი Intuitive Machines-ის, Lunar Outpost-ისა და Venturi Astrolab-ის დიზაინი ერთწლიან კვლევას გაივლის, რათა გაიგონ, აკმაყოფილებენ თუ არა ნასას მოთხოვნებს მანქანისთვის, რომელიც, შესაძლოა, კოსმოსში ათწლეულების მანძილზე გამოიყენონ. 

სტეფან ზაგმაისტერი თბილისის დიზაინის ფესტივალის მთავარი გამომსვლელი იქნება!

მონსტრი ექიმის მოსაცდელ ოთახში — კამპანია