ყველა კოსმოსური მისიის კოშმარი ხომალდთან კავშირის დაკარგვაა. საუკეთესო შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღდგება, ყველაზე ცუდში კი ვერასდროს გაიგებენ მის შესახებ… NASA-მ 21 ივლისს Voyager 2-თან კონტაქტი დაკარგა! ახლა კი მეცნიერები ელიან, როდის „დარეკავს იგი სახლში“. რა მოხდა, როცა რეალურად კოსმოსური ხომალდი, რომელიც დაახლოებით 20 მილიარდი კილომეტრითაა ჩვენგან დაშორებული, ყველაფერს კარგად უმკლავდებოდა?
იგი დედამიწაზე ყველა ტიპის კომუნიკაციას აბრუნებდა, მაგრამ მონაცემების ნაკადი Deep Space-ს აღარ უკავშირდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ Voyager 2-ის დაგეგმილი ბრძანებების სერიებმა შემთხვევით კოსმოსური ხომალდის ანტენა დედამიწიდან 2 გრადუსით დააშორა. შედეგად, Voyager 2-სა და ჩვენს პლანეტას შორის კავშირი აღარ არის…
თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი დაკარგულად არ უნდა ჩავთვალოთ — კოსმოსური ხომალდი იმგვარად არის დაპროექტებული, რომ მისი ორიენტაცია წელიწადში რამდენიმეჯერ აღდგეს, რათა ანტენა ყოველთვის დედამიწისკენ იყოს მიმართული. მართალია, ეს უახლოეს დღეებში არ მოხდება, მაგრამ 15 ოქტომბერს ნამდვილად უნდა გვქონდეს იმედი, რომ იგი კავშირს აღადგენს.
ამ ეტაპზე თვლიან, რომ სიგნალის დაკარგვა კომუნიკაციის დროებითი შეფერხებაა. თანაც არც რაიმე სხვა პრობლემა აქვს ხომალდს, გარდა არასწორი ბრძანებისა… საინტერესოა ისიც, რომ Voyager 2-ის მძლავრ ანტენას კოსმოსური ხომალდის სიგნალების დედამიწამდე გამოსაგზავნად ამჟამინდელი მანძილით 17.5 საათი სჭირდება. ეს დრო კი მანძილთან ერთად იზრდება.
Voyager Interstellar Mission-ის ფარგლებში Voyager 2 და Voyager 1-ის მონაცემები მზის სისტემის „საზღვრების“ დადგენაში უნდა დაეხმაროს მეცნიერებს. მათ უნდა გაიგონ, საიდან იწყება ე. წ. ღრმა კოსმოსი. უშუალოდ Voyager 2 კი ვარსკვლავთშორის სივრცეში რამდენიმე წლის წინ შევიდა და მზის სისტემის „კიდეზე“ ინფორმაციებს აქტიურად გზავნიდა. ხოლო ახლა, როცა მასთან კავშირის დაკარგულია, Voyager 1 კვლავ აგრძელებს Deep Space Network-თან საუბარს. იგი 24 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული დედამიწიდან.
თუმცა კოსმოსური ხომალდები სხვადასხვა ტრაექტორიით მუშაობდნენ… მუშაობისთვის საკმარისი რესურსი კი კიდევ რამდენიმე წელი აქვთ, რომლის ამოწურვის შემდეგ, ჩვენთან საუბარს შეწყვეტენ. რაც შეეხება Voyager 2-თან კავშირის დაკარგვას, ეს მისიის ინჟინრებს შორეულ კოსმოსურ ხომალდთან თითქმის 50-წლიანი „საუბრის“ შემდეგ, ახალ გამოცდილებას სთავაზობს…