in ,

NASA-მ არსებულ შენადნობებზე 1000-ჯერ უფრო გამძლე მასალა შექმნა

NASA კოსმოსური მისიებისთვის საჭირო დანადგარების შესაქმნელად, ისეთი მასალების პოვნასა თუ შექმნაზე მუშაობს, რომლებიც არსებულ ექსტრემალურ პირობებს მარტივად გაუძლებს. ახლა კი ახალი მეტალის შენადნობს წარმოგვიდგენს, სახელწოდებით GRX-810, რომელიც 1000-ჯერ უფრო გამძლეა, ვიდრე სხვა შენადნობები. მის გამოყენებას კი ავიაციასა და კოსმოსურ კვლევებში გეგმავენ.

M2
M2

GRX-810-ის შესაქმნელად, NASA-მ მასალის მოდელირების მეთოდს მიმართა, რათა დაედგინა, რომელი ლითონი შეძლებდა ოპტიმალური შედეგის მიღებას. 3D ბეჭდვის ტექნიკით კი ისიც განსაზღვრა, თუ რამდენი შენადნობი იყო საჭირო კონკრეტული მასალის მისაღებად. მსგავსად, მისი წარმოებაც ბევრად უფრო მოკლე დროში შეძლო. კოსმოსური სააგენტოს თქმით, მოდელირების მეთოდით მათ იდეალური მასალის მიღება მხოლოდ 30 სიმულაციის შემდეგ შეძლეს.

ახლად დამზადებული შენადნობი 1093°C-ს უძლებს და მაღალი ტემპერატურის დროს 1000-ჯერ გამძლეცაა. შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ იგი მყარიც იქნება, თუმცა რეალურად საკმაოდ მოქნილია — მისი მოხრა ან გაწელვაც კი შეიძლება. მასალის ეს მახასიათებელი, თავის მხრივ, კოსმოსისთვის საჭირო დანადგარების აგების პროცესს გაამარტივებს, სწრაფად მიწოდება კი პროცესს უფრო ეფექტურსა და იაფს გახდის.

ადრე მასალის სიმტკიცის მაღალი მაჩვენებელი, მისი გაწელვისა თუ მოხრის უნარს ზღუდავდა, ამ საკითხის გადაჭრით კი ჩვენი ახალი შენადნობი რევოლუციურია. მსგავსი მასალების შემუშავება NASA-სთვის ძალიან მნიშვნელოვანიცაა, რადგან იგი მიზნად ფრენის მომავლის შეცვლას ისახავს, — ამბობს დეილ ჰოპკინსი, NASA-ს ტრანსფორმაციული ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების პროექტის მენეჯერის მოადგილე.

ავტომწარმოებელი, რომელმაც ყველა ეპოქის გამოცდა ჩააბარა – Fiat-ის ავტოისტორია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ქვეშ ადამიანის ფორმის სარკოფაგი აღმოაჩინეს