in

ნახეთ: NASA-ს ასტრონავტების ვიდეოები მთვარიდან

„პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, მაგრამ გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის“, — 1969 წლის 20 ივლისს ნილ არმსტრონგმა მთვარეზე ფეხი დადგა და ეს გარდამტეხ მომენტადაც იქცა სამეცნიერო სფეროში. ამის შემდეგ მრავალი მთვარის მისიაც ვიხილეთ, რომელთაგანაც ყველა ასეთი წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა… სახალისო ვიდეოებიც კი გავრცელდა, რომლებიც გვაჩვენებს, როგორ ერთობიან ასტრონავტები მთვარის გრავიტაციით მას შემდეგ, რაც ამ პირობებში სიარული, ხტომა და თამაშიც კი ისწავლეს. 

M2
M2

ჩვენ გვაქვს ვიდეოები მთვარის 6 მისიიდან: Apollo 11 (1969), Apollo 12 (1969), Apollo 14, Apollo 15 (1971), Apollo 16 (1972) და Apollo 17 (1972), რომელთა ყურებაც ძალიან სასიამოვნოა. აქ ჩანს, თუ როგორ ტრიალებენ კოსმოსში ძალიან გამოცდილი ასტრონავტები, ზოგიერთ ვიდეოში მღერიან კიდეც და გოლფსაც თამაშობენ… არც მთვარის როვერი უნდა დავივიწყოთ, რომელიც ნაცრისფერ ზედაპირზე ნელა გადაადგილდება და მთვარის მტვერს აფრქვევს…

 

 

,,ვაჭრობა-წარმოების ავტომატიზაცია’’ – ღონისძიება, რომელიც პროგრამა „ბალანსის” ორგანიზებით გაიმართება

რას უსმენდა საქართველო?! – Spotify-ის სექტემბრის სტატისტიკა