NASA-მ ახალი ამოცანა დაისახა — მას მარსიდან დედამიწაზე ქანების, ნალექისა და ატმოსფერული ნიმუშების გაგზავნა რაკეტის დახმარებით სურს. როდესაც პირველი რობოტული ორმხრივი მისია ნიმუშს სხვა პლანეტიდან მოიპოვებს, ეს მარსზე ასტრონავტების გაგზავნის შესაძლებლობას მოგვცემს.
მარსის ნიმუშების მოპოვების პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის, სააგენტომ, პირველი რაკეტის ასაგებად, Lockheed Martin აირჩია. Mars Ascent Vehicle (MAV) პატარა, მსუბუქი რაკეტა იქნება, რომელიც NASA-ს ამბიციური გეგმის გადამწყვეტ კომპონენტს წარმოადგენს. MAV მარსის ზედაპირზე, ჯეზეროს კრატერთან ახლოს დაეშვება.
მას შემდეგ, რაც ორბიტაზე მოხვდება, ევროპის კოსმოსური სააგენტოს დედამიწაზე დაბრუნების ორბიტერი, რაკეტასა და ნიმუშებს დედამიწაზე 2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის დააბრუნებს. ამისათვის MAV-ს მარსზე არსებულ პირობებთან და რამდენიმე ტიპის კოსმოსურ ხომალდთან თავსებადობა სჭირდება.
კონტრაქტის ღირებულება 194 მილიონი დოლარია. მისი მიზანი კი ინტეგრირებული MAV სისტემის გამოცდა და სახმელეთო დამხმარე აღჭურვილობის შემუშავებაა.