in

NASA-ს შვეულმფრენმა მარსზე ისტორიული ფრენა განახორციელა!

ფრენა 11 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა გეგმები შეიცვალა

veon
veon

NASA-მ დღეს ისტორია შექმნა! Ingenuity-მ წარმატებით განახორციელა პირველი დამოუკიდებელი ფრენა წითელ პლანეტაზე –  სააგენტომ, ისტორიაში პირველად, სხვა პლანეტაზე შეძლო კონტროლირებადი ფრენის განხორციელება.

პატარა დრონი დღეს, 19 აპრილს ზედაპირიდან აფრინდა და 40 წამს დაჰყო, ვიდრე კვლავ უსაფრთხოდ შეეხებოდა მას. ეს ფუნქციურად დამოუკიდებელი ფრენა იყო, რომელსაც ეკიპაჟი დედამიწიდან აკონტროლებდნენ.

შესაძლოა, რამდენიმე წამიანი ფრენა დიდ მიღწევად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ინჟინერიის თვალსაზრისით საკმაოდ შთამბეჭდავი მიღწევაა. Ingenuity დედამიწისგან სრულად განსხვავებულ პირობებში დაფრინავს – მარსზე მიზიდულობა დედამიწასთან შედარებით მხოლოდ ერთი მესამედია და ჰაერი უკიდურესად თხელია, რაც ბევრ ტექნოლოგიურ გამოწვევას წარმოშობს.

შეიძინე, რაც გაგიხარდება – Extra.ge-ზე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო

დრონებს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებისთვის იყენებენ!