როდესაც კოსმოსურ სივრცეში მიმოფანტულ ობიექტებზე ვფიქრობთ, იქნება ეს გალაქტიკები თუ შავი ხვრელები, ჩვენი ცნობიერების ჩარჩო ჰაბლის კომოსური ტელესკოპისა და მსგავსი მოწყობილობების მიერ გადაღებული ფოტოებით შემოიფარგლება. ახლა კი, NASA-ს მონაცემთა სონიფიკაციის ახალი სერიის წყალობით, ამ ობიექტების მონაცემთა სიგნალების აუდიოდ გარდაქმნაა შესაძლებელი.
NASA-ს Chandra X-ray Observatory ტელესკოპის მონაცემებს განმარტავს და აუდიოდ გარდაქმნის. ამ ეტაპისთვის სამი კოსმიური ობიექტი “გაჟღერდა” – მორევის გალაქტიკა, კატის თვალის ნისლეული და Chandra Deep Field.
Chandra Deep Field ყველაზე ღრმა სურათია, რომელიც Chandra X-ray Observatory-ის ოდესმე გადაუღია. ის დაკვირვების შვილი მილიონი წამის შედეგია… მის სონიფიცირებულ ვიდეოში დანახული წერტილები ან გალაქტიკას წარმოადგენს, ან შავ ხვრელს. რაც შეეხება, ტონებს, მათ ფერები განაპირობებს. წითელი ფერი დაბალ ტონთან ასოცირდება, უფრო მეწამული – მაღალ. თეთრი წერტილებს კი, თეთრი ხმაურის ჟღერადობა აქვს.
კატის თვალის ნისლეულს განსაცვიფრებელი ვიზუალი აქვს, რასაც გაზის აფეთქებები და ვარსკვლავების მტვერი განაპირობებს. მის შემთხვევაში სინათლე, რომელიც ცენტრიდან უფრო შორს მდებარეობს, განიმარტება, როგორც უფრო მაღალი ტონები. აღსანიშნავია, რომ რენტგენულ მონაცემებს უფრო “მკაცრი” ხმა აქვს, ხილული სინათლის კომუნიკაციის მონაცემებს კი გლუვი ხმა ახასიათებს.
და ბოლოს, მორევის გალაქტიკა (ასევე ცნობილი, როგორც Messier 51) ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ასტრონომიული სურათია. ის დედამიწიდან 30 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და მასში აქტიურად მიმდინარეობს ახალი ვარსკვლავების დაბადება თუ მრავალი მათგანის სიკვდილი…