in

NASA-ს ზონდმა მზის ამოფრქვევაში გაიფრინა და ვიდეო გადაიღო

NASA-ს პარკერის ზონდმა მზის მასიურ ამოფრქვევაში გაიფრინა და ეს პროცესი კამერით გადაიღო — მსგავსი რამ პირველად მოხდა კაცობრიობის ისტორიაში, რაც ნამდვილად დიდი წარმატებაა ასტრონომიული თვალსაზრისით. ჯონს ჰოპკინსის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში კორონული მასის ამოფრქვევებს ვხედავთ.

M2
M2

კორონული მასის ამოფრქვევა სუპერცხელი პლაზმის დიდი აფეთქებაა, რომელიც მზის ატმოსფეროდან იფრქვევა. თანაც ნასას ცნობით, აღნიშნული ამოფრქვევა, რომელშიც პარკერის ზონდმა გაიარა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო აქამდე დაფიქსირებულთა შორის. უფრო კონკრეტულად, ლაბორატორიის განცხადებით, ამ დროს წარმოქმნილი ნაწილაკები წამში 1352 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა — ამჟამად კი მეცნიერები იმის გარკვევას ცდილობენ, რა ანიჭებს ასეთ დიდ სიჩქარეს ნაწილაკებს.

აღსანიშნავია, რომ ნასამ პარკერის ზონდი სპეციალურად მზის შესასწავლად შექმნა. ის არა მხოლოდ ყველაზე სწრაფი კოსმოსური ხომალდია ისტორიაში, არამედ პირველია, რომელიც მზეს 6,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე სრულიად უსაფრთხოდ უახლოვდება. „თავიდანვე ვიცოდით, რომ ზონდი კორონული მასის ამოფრქვევაში გაიფრენდა. ამიტომაც ავაგეთ ისეთი ხომალდი, რომელიც მზის მაღალ ტემპერატურას გაუძლებდა“, — ამბობს მისიის სისტემების ინჟინერი ჯიმ კინინსონი.

რა მნიშვნელობა აქვს თანამშრომელთა უსაფრთხოებას კომპანიის საოპერაციო პროცესებში

ინოვაციებსა და გლობალურ თემებზე ორიენტირებული ბრენდები ყველაზე დიდ წარმატებას აღწევენ