ნასიმ საიდი საქართველოს უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულია, რომელმაც აშშ-ის სამედიცინო ლიცენზიის გამოცდების (USMLE) ორი საფეხური ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ქართველი პროფესორების სუპერვიზირებით დაძლია, ხოლო უნივერსიტეტის დასრულებისთანავე გადამწყვეტი გამოცდაც ჩაააბარა და ბრუკდეილის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმი-რეზიდენტი გახდა.
ნასიმმაც, ისევე, როგორც ათასობით ახალგაზრდამ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველო წლების წინ აირჩია და მედიცინა საქართველოს უნივერსიტეტში შეისწავლა.
ნასიმისთვის უნივერსიტეტი შერჩევისას მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო პროგრამა, გამოცდილება და კლინიკური ბაზა იყო
ნასიმ საიდი:
„საქართველოში ისრაელიდან 2018 წელს ჩამოვედი. საქართველო ბოლო წლებში პოპულარული ქვეყანა გახდა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ, ხარისხიანი სამედიცინო განათლება მიიღონ ხელმისაწვდომ ფასად. მე საქართველოს უნივერსიტეტი ავირჩიე ძლიერი კურიკულუმის, გამოცდილებისა და პრაქტიკული კლინიკური მომზადების დონის გამო და არც ვნანობ, ჩემი მოლოდინები გამართლდა. ძალიან ვაფასებ უნივერსიტეტის უწყვეტ ძალისხმევას და სწრაფვას გაუმჯობესებისა და განვითარებისკენ, რითაც უზრუნველყოფილია საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის. საკუთარ თავზეც გამოვცადე ეს. სამედიცინო სკოლაში სწავლის პირველი დღიდან იქამდე, ვიდრე რეზიდენტურას შევუდგებოდი, უნივერსიტეტი ურყევად მიჭერდა მხარს, რაც ძალიან დამეხმარა შეერთებულ შტატებში, სამედიცინო კარიერისკენ მიმავალ გზაზე“.
როგორც ნასიმი აღნიშნავს, საქართველოს უნივერსიტეტში მიღებულმა თეორიულმა და პრაქტიკულმა ცოდნამ დიდწილად განაპირობა მისი წარმატება აშშ-ის სამედიცინო ლიცენზიის მოპოვების პროცესში.
ნასიმ საიდი:
„ეს იყო საკმაოდ რთული, დაბრკოლებებით სავსე გზა, რისთვისაც არ არსებობდა მკაფიო გზამკვლევი, თუმცა მე გამიმართლა, რადგან მქონდა ჩემი პროფესორ-მასწავლებლების მხარდაჭერა საქართველოს უნივერსიტეტიდან და მათმა მენტორობამ და გამხნევებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში.
USMLE გამოცდებისთვის მზადება მესამე კურსის დასაწყისში დავიწყე და მეოთხე კურსის ბოლოს უკვე ორი საფეხური მქონდა გავლილი, მესამე საფეხური უნივერსიტეტის დასრულებისთანავე დავძლიე. ამ პროცესში ფასდაუდებელი იყო ის ცოდნა და კლინიკური გამოცდილება, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტში შევიძინე. ჩვენ გვასწავლიდნენ მაღალკვალიფიციური ექიმები და გვქონდა შესანიშნავი პრაქტიკულ-კლინიკური ტრენინგი, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა როგორც ჩემი თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარები“.
ახალგაზრდა ექიმი-რეზიდენტი საქართველოში მყოფ მომავალ ექიმებს ურჩევს, მოემზადონ, რადგან კარიერული წარმატების მისაღწევად თავის გადადება და უწყვეტი სწავლა მოუწევთ.
ნასიმ საიდი:
„აშშ-ში რეზიდენტურის დასრულება საკმაოდ რთული და გრძელვადიანი პროცესია. ამ მიზნის მისაღწევად 4 წლით თავის გადადება მომიწევს. აქამდე მოსასვლელად არაერთი გამოცდა ჩავაბარე და აქტიურად ვეძებდი ყველანაირ შესაძლებლობას ჩემი რეზიუმეს გასაუმჯობესებლად. მათ შორის იყო კვლევა, მოხალისეობა, კლინიკური არჩევითი საგნების სწავლა და სამუშაო გამოცდილების დაგროვება. სტუდენტებს ვურჩევ, იყვნენ თანმიმდევრულები და თავდადებულები ამ პროცესში და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა კარგი აპლიკაციის შესაქმნელად. ამ პროცესში წარმატება მოითხოვს გამძლეობას, დაგეგმვას და უწყვეტი სწავლის ვალდებულებას“.
რეზიდენტურის დასრულების შემდეგ ნასიმი ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩენას და კონკრეტული სპეციალიზაციით მუშაობას გეგმავს. დამწყები ექიმი დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში და მომავალ კარიერას იმედიანად უყურებს.
[პარტნიორის კონტენტი]