in

არასოდეს დაჯდე საჭესთან ნასვამი! – Heineken–ის ვიდეორგოლი ფორმულა 1–სთვის

იცნობდეთ მას! ეს სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ჯეკი სტიუარტია. ის თვით Heineken–ის უგემრიელეს ლუდზეც კი ყოველთვის უარს ამბობს, როდესაც საჭესთან ჯდება. ეს ვიდეორგოლი კი ფორმულა 1–ს პოპულარიზებისკენ, მის მიმართ არსებული სტერეოტიპული შეხედულებების დამსხვრევისკენ და მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის წინააღმდეგ არის მიმართული.

 

https://www.youtube.com/watch?v=tV6gygNPetU

 

ჯეკი სტიუარტი ფორმულა 1–ის ნამდვილი ლეგენდაა, მისი რბოლის სანახავად ყოველთვის ათასობით ადამიანი იკრიბებოდა ხოლმე. გამარჯვებებს, როგორც წესი, მილოცვების, თბილი სიტყვებისა და ზეიმის ტალღა მოსდევდა. თუმცა, მიუხედავად მაცდური შემოთავაზებებისა, მაცდურად ლამაზი ქალბატონებისგან, ჯეკი სასმელზე ყოველთვის უარს ამბობდა, როდესაც საჭესთან დაჯდომას აპირებდა. წლების შემდეგაც კი, მის დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა. ფორმულა 1–ის ლეგენდა ახლა 77 წლისაა, ის კვლავ თავად მართავს მანქანას და არასდროს ჯდება საჭესთან ნასვამ მდომარეობაში.

ვიდეორგოლის გამოშვება, ფორმულა 1–ის პირველი ეტაპის დაწყებას დაემთხვა. კომპანია Heineken–ი რბოლის ოფიციალური პარტნიორია, ის ძალებს, ფინანსებსა და სახსრებს არ იშურებს იმისთვის, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანმა სპორტულმა მოვლენამ სრული ფურორით ჩაიაროს. ფაქტი სახეზეა, პირველივე ვიდეორგოლი ძალიან ძლიერი და რაც მთავარია, მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლები სულ მალე ახალ რგოლსაც გვპირდებიან.

ანდრე აგასი და Lavazza ქველმოქმედებისთვის გაერთიანდნენ

ცნობილი სახეები დაკარგული ადამიანების საპოვნელად – BBDO–ს სოციალური კამპანია