National Geographic-ის წლის საუკეთესო ფოტოს კონკურსის შედეგები უკვე ცნობილია — პირველი ადგილი კი Karthik Subramaniam-მ დაიკავა, „არწივების ცეკვის“ ფოტოსთვის. ამ უკანასკნელმა 5 000 ფოტოს გაუწია კონკურენცია, რომელთაგან თითოეული ბუნების საოცარ კადრებს ასახავს.
ალასკაზე გადაღებული ფოტო საოცარი სიზუსტით ასახავს ფრინველებსა და გარემოს შორის არსებულ დინამიკას ასახავს. თანაც, ფოტოგრაფმა ისინი მაშინ დააფიქსირა, როცა ორაგულზე ნადირობდნენ. „მათი ქცევის შესწავლა დამეხმარა, ზოგიერთი მოქმედება წინასწარ განმესაზღვრა, მაგალითად, როდესაც არწივი ორაგულს მშრალი ადგილისკენ მიათრევს, სხვა არწივებიც მიჰყვებიან წილის მისაღებად, რაც ქაოტურ ქმედებებს იწვევს. ასევე, როგორც ჩანს, ფრინველებს რამდენიმე საყვარელი ადგილი აქვთ დასასვენებლად და ღიზიანდებიან, როცა ეს ადგილი დაკავებული. ეს ფოტოც ერთ-ერთი მსგავსი აჟიოტაჟის დროსაა გადაღებული“, — განმარტავს ფოტოგრაფი.