in

ნატა კურტანიძე — მსოფლიო რაგბის პირველი ქართველი სტიპენდიატი

საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელის მოადგილე, ნატა კურტანიძე პირველი ქართველი ქალია, რომელიც მსოფლიო რაგბისა და Capgemini-ს სტიპენდიატი გახდა.

Capgemini, მსოფლიო რაგბის ლიდერობის პროგრამის — „ქალები რაგბიში“ გლობალური პარტნიორი მსოფლიო ლიდერი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ტრანსფორმაციის დარგში, აქტიურ როლს თამაშობს  ქალთა რაგბის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელებაში. მისი ლიდერობის პროგრამა ქალი ლიდერების მზარდ გლობალურ ქსელს ქმნის სპორტულ სამყაროში. სამოცდაერთმა ქალმა, რომლებმაც უკვე მიიღეს მონაწილეობა ამ პროგრამაში, გააგრძელეს სარაგბო კარიერა წამყვან პოზიციებზე ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზედა გაუზიარეს შეძენილი ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობებს.

ნატა კურტანიძე, რომელიც ქართული რაგბის კეთილდღეობისთვის თითქმის სამი ათეული წელია ზრუნავს, აღნიშნავს: „Capgemini-ს ლიდერობის პროგრამა „ქალები რაგბიში“ არის სწავლის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბების არაჩვეულებრივი შესაძლებლობა. ვიცნობ წინა წლების სტიპენდიატებს — ჭკვიან, გულანთებულ, ძლიერ და ძალიან ლამაზ ქალებს, რომლებსაც ყველა დაბრკოლების დაძლევა შეუძლიათ. მადლიერი ვარ, რომ მომეცა შანსი, მათ რიგებს შევუერთდე. იმედი მაქვს, რომ ცოდნა, რომელსაც ამ პროგრამის წყალობით მივიღებ, გამოადგება ქართულ და საერთაშორისო რაგბის და, რაც მთავარია, მაგალითი იქნება ქართველი გოგოებისთვის და ქალებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი თავის რეალიზება სპორტში. იმიტომ, რომ მჯერა — მე თუ ამას მივაღწიე, სხვა გოგოები ჩემზე გაცილებით მეტს მიაღწევენ“.

მსოფლიო რაგბისა და Capgemini-ს პროგრამა 2018 წელს დაიწყო და მისი მიზანი ქალი-ლიდერების წარმოჩენა და განვითარებაა. ის მათ ეხმარება პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოჩინებაში, რის შემდეგაც სულ უფრო მეტი ქალი უნდა გამოჩნდეს საკვანძო პოზიციებზე.

პროფესიული განვითარების ხელშემწყობი დაფინანსების გარდა, წლევანდელი სტიპენდიატები ასევე ისარგებლებენ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებით Capgemini-ის უნივერსიტეტში, სადაც მათ ექნებათ პერსონალიზებული სასწავლო სესიები და წვდომა ლიდერობის მასტერკლასებსა თუ ასობით ონლაინ ტრენინგზე.

თიბისი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში — სტრატეგიული პარტნიორობის ერთი წელი

TDC69-ის კონკურსის გამარჯვებულებს შორის აკაკი რაზმაძის 2 შრიფტი მოხვდა!