in

#მევქმნიალიანსს – როცა შემართება ხვდება შესაძლებლობას. ნატა სიჭინავას გზა „ალიანს ჯგუფთან” ერთად

ვფიქრობ, რომ ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ უნდა დაზოგო თავი, შეიქმნა ახალი გამოცდილებები, რომლებიც კიდევ უფრო სიღრმისეულად გაგაცნობენ საკუთარ თავს და  აღმოგაჩენინებენ უამრავ საინტერესო, თუ უცნობ შესაძლებლობას.

ამ პროექციით ვუყურებდი ჩემს კარიერულ, თუ პერსონალურ განვითარებას, როდესაც თავისუფალ უნივერსიტეტში მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლა დავამთავრე. სწორედ, გამოწვევებთან გამკლავების ინტერესმა და თეორიული ცოდნის საუკეთესო გამოცდილებად გარდაქმნის სურვილმა მომიყვანა „ალიანს ჯგუფის“ გაყიდვების დეპარტამენტში.

მაშინ, როცა „ალიანსმა“ თბილისსა და ბათუმში ახალ პროექტებს ჩაუყარა საფუძველი, ამ აქტიურ სამუშაო პროცესში ჩაბმამ იმაზე მეტი პროფესიული გამოცდილება მომცა, ვიდრე ამას ნებისმიერი სახის თეორიული ცოდნით შევიძენდი. საშუალება მომეცა მეკეთებინა ის, რაც თავად მიმაჩნია განსაკუთრებულად, ხარისხიანად და უნიკალურად. ცნობისმოყვარეობითა და დაუღალავი შრომით გადავეშვი საქმეში – საერთაშორისო ინვესტორებთან მოლაპარაკება, პრეზენტაციები და შეხვედრები ჩემს ყოველდღიურობად იქცა. შესაბამისად, „ალიანსის“ სწრაფ ზრდასთან ერთად, ფორმირდებოდა ჩემი კარიერული გზაც.

რა თქმა უნდა, დასაწყისი ადვილი არ ყოფილა, თუმცა კომფორტის ზონიდან გამოსვლა საბოლოოდ ყოველთვის გაძლიერებს, გზრდის და განვითარებს – ეს ჩემამდეც ბევრჯერ თქმულა და ჩემთვისაც ასე აღმოჩნდა.

დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლიანობა და ენთუზიაზმი საქმის წარმატებულად წარმოებაში დამეხმარა, ხოლო ჩემი მენეჯერებისა და გუნდის წევრების მაგალითზე ვისწავლე, თუ რას ნიშნავს საქმის სიყვარული.

დღეს რომ ვუფიქრდები, ეს პერიოდი ერთი მხრივ, დიდი გამოცდა, ხოლო მეორე მხრივ – პრივილეგია იყო, რადგან ჩემ თვალწინ და ჩემი ჩართულობით ძალიან ბევრი ამბიციური იდეა განხორციელდა.

„ალიანსში“ დღემდე დიდ ღირებულ გამოცდილებას ვიძენ და ნებისმიერ პროცესს, განსაკუთრებით კი, მომხმარებელთან კომუნიკაციას ავთენტურად და გულმოდგინედ ვეკიდები.

უძრავი ქონების ბაზარი მუდმივად იცვლება და ვითარდება. ცვლილებებთან ადაპტირებასა და მათზე მორგებას, გუნდის წევრები კომპანიასთან ერთად გავდივართ. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია, რაც „ალიანსში “მუშაობამ შემძინა. ჩვენს გუნდში გვჯერა, რომ „ალიანსის “ წარმატება ქვეყნის განვითარებაში, საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებასა და ეკონომიკური წინსვლის პროცესში დიდ როლს თამაშობს და ეფექტიანობა, შემოქმედებითობა, ყოველდღიური შედეგებისთვის მუშაობა, ერთად კი, ინოვაციურ პროდუქტში ითარგმნება.

საბოლოოდ ვფიქრობ, რომ მიზანსწრაფულობა არის ის, რამაც განაპირობა ჩემი პროფესიული გზის ამგვარი განვითარება. მომავალი კი ამ გადმოსახედიდან, მრავალფეროვანი, დინამიკური, უწყვეტი შემართებითა და ახალი პერსპექტივებით გაჯერებული მესახება.

ნატა სიჭინავა – „ალიანს ჯგუფის“ სენიორ გაყიდვების მენეჯერი

მიზეზები, თუ რატომ უნდა იმუშაონ მარკეტინგისა და IT გუნდებმა ერთად

როგორ უნდა მოიქცეთ, როცა ონლაინ სივრცეში სურათს მოგპარავენ?