მარკეტერი ნატა წერეთელი Diplomat Georgia-ს გუნდს შეუერთდა – ის, საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი გახდა.
„ყველა სფეროში და მით უმეტეს მარკეტინგში, ყველაზე მნიშვნელოვანია განვითარება. ამიტომ, ყოველთვის მაინტერესებდა განსხვავებული მიმართულებები. მომხმარებლის ქცევის, ბრენდის განვითარების სხვადასხვა რაკურსიდან დანახვა და საინტერესო მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება. ახლაც სწორედ ეს გახდა შეთავაზების მიღების მთავარი მიზეზი. თანაც, „დიპლომატ ჯორჯია“ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს ხუთ ქვეყანაში. ასეთ დიდ და საინტერესო ორგანიზაციაში მუშაობა დიდი მიღწევაა, მაგრამ ამასთან – პასუხისმგებლობა და გამოწვევაც. ვფიქრობ, წინ ბევრი საინტერესო პროექტი მელოდება”.
ნატა წერეთელი, 14 წლის განმავლობაში, მარკეტინგის მიმართულებით, წამყვან პოზიციებზე ისეთ კომპანიებში მუშაობდა, როგორებიცაა: Goodwill, Philip Morris Georgia და IDS Borjomi Georgia. არის მარკეტინგის და ბრენდინგის მოქმედი ლექტორი.