in

კომპანია „ნატახტარმა“ 10 წლის იუბილე და შეფუთვის განახლება ჟურნალისტებთან ერთად აღნიშნა

ათი წელი ქართულ ბაზარზე, უამრავი წარმატებული სოციალური პროექტი და ბრენდი, რომელიც უბრალოდ ყველას უყვარს… კომპანია, რომელსაც არასდროს არავინ ავიწყდება, მათ შორის მედიის წარმომადგენლები, „ნატახტარია“. რამდენიმე დღის წინ, ლუდსახარშმა 10 წლის იუბილე და შეფუთვის განახლება, სწორედ მედიის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა. ბევრი ლუდი, სახალისო ოლიმპიური თამაშები და ინტელექტუალური შეჯიბრი.

11296408_1118083218218757_1667995504_o

ლუდის ოლიმპიურ თამაშებში, ექვსი მედია საშუალების წარმომადგენლები ერთმანეთს ლუდის დალევის სისწრაფეში ვეჯიბრებოდით. თუმცა ამაშების დაწყებამდე, კომპანიის წარმოების ტექნიკურმა დირექტორმა, ლუდის დაგემოვნებისა და მისი გემოვნური თვისებების შესახებ პატარა მასტერკლასი ჩაგვიტარა.

სახალისო შეჯიბრების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიალზე მედიის ყველა წარმომადგენელს, სიგელი და სახელობითი წარწერით ლუდი „ნატახტარი“ გადმოგვეცა. სამსახსოვრო ფოტოების გადაღების შემდეგ კი საღამო საზეიმო ბანკეტით დასრულდა. როგორც „ნატახტარის“ პიარმენეჯერმა ნინო სურმავამ განაცხადა, მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანია არაერთ ღონისძიებას გეგმავს, სადაც ჟურნალისტები აქტიურად იქნებიან ჩართულები.

11264408_1118083691552043_1429748870_oნინო სურმარა, კომპანია „ნატახტარის“ პიარმენეჯერი: „ნატახტარი“ 10 წლის გახდა. რთული გზა გამოვიარეთ, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში „ნატახტარი“ ყოველთვის ცდილობდა მომხარებელზე ორიენტირებული ყოფილიყო და მგონი მოვახერხეთ კიდეც. ვცდილობდით მაქსიმალურად ინოვაციური ვყოფილიყავით და ისეთი პროექტები შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის, რაც მათთვის საინტერესო და სასარგებლო იქნებოდა. 2008 წლიდან ბრენდი „ნატახტარი“ ქართული ლუდის ბაზრის ლიდერი კომპანია გახდა და მას შემდეგ ინარჩუნებს ამ ლიდერობას. ეს ყველაფერი კი დიდი ძალისხმევისა და ერთგული მომხმარებლის დამსახურებაა… მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს გვერდით დგას მედიაა, რომელსაც ჩვენი ყოველი ახალი ამბავი მომხმარებლამდე მიაქვს. 18 აპრილს კომპანია „ნატახტარმა“ მადლიერების ნიშნად ჟურნალისტებს ქარხანაში უმასპინძლა და ვეცადეთ მათთვის სახალისო ღონისძიება გაგვეკეთებინა. „ნატახტარის“ სლოგანია: „ჩვენ ერთად ვართ მთავარია“. დიახ, რეალურადაც ასეა, კომპანიებთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და რამდენიმე დღის წინ, სწორედ ის ადამიანებს გადავუხადეთ მადლობა, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან. მათი მონაწილეობით ლუდის ოლიმპიურ თამაშები ჩავატარეთ და ამით კომპანიამ მედიის წარმომადგენლებთან ერთად 10 წლის იუბილე და ვიზუალური სტილის განახლება ვიზეიმეთ“.

I ადგილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“, II ადგილი ტელეკომპანია „ტაბულა“ III ადგილი ტელეკომპანია „მაესტრო“… მართალია „პალიტრამედიის“ ჟურნალისტებმა ლუდის დალევის შეჯიბრის ვერცერთ კატეგორიაში საპრიზო ადგილი ვერ დავიკავეთ, თუმცა ინტელექტუალურ თამაშებში ლიდერობა არავისთვის დაგვითმია.

ემა ტუხიაშვილი, ინტერნეტ პორტალ ,,BPN’’-ის რედაქტორი: „კომპანია „ნატახტარი“ერთ-ერთი ის კომპანიაა საართველოში, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით. „ფონდი ნატახტარი“ უამრავ ადამიანს ეხმარება. გარდა ამისა, გამოირჩევა ჟურნალისტებისთვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი ტურების მოწყობით. რამდენიმე დღუს წინ კომპანია კიდევ ერთხელ გვიმასპინძლა მედიის წარმომადგენლებს ქარხანაში, სადაც საინტერესო ინფორმაციასთან ერთად სახალისო თამაშებშიც მივიღეთ მონაწილეობა. მადლობა „ნატახტარს“. ყოველთვის სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მათ ღონისძიებებში.“
გიორგი გიორგაშვილი ინტერნეტ პორტალ ambebi.ge-ს რედაქტპორი: „ნატახტარი“ არის ის კომპანია, რომელიც ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად კარგად გააცნოს მედიას თავისი პროდუქტები. კარგად მახსოვს „ეფესის“ შემოსვლა დამათი ახალი პროდუქციის დაბადება. მოხარული ვარ რომ ათი წლის იუბილეზე მიგვიწიეს და ერთი ლამაზი დღე გვაჩუქეს. “

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ნატახტარი“ დაარსებიდან ძალიან მალე ქართული ბაზრის უპირობო ლიდერად იქცა. ლუდსახარში „ნატახტარი“ დღეს ლუდის ბაზრის 50 %-ზე მეტი წილის მფლობელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე, როგორც ტექნოლოგიურ, ისე პროფესიული მიმართულებით. ამისთვის ყოველწლიურად მილიონობით დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. გუნდურობა – ეს სწორედ ის მთავარი ღერძია, რითაც „ნატახტარი“ წარმატებას აღწევს. კომპანია თითოეული თანამშრომლის ცოდნისა და გამოცდილებით ქმნის ეროვნულ პროდუქციას, რომლითაც ქართველი საზღვრებს გარეთაც ვამაყობთ.

“უიღბლო დღე” – პირველი სერია