8
May
2019

ვართ ის რაც გვქვია, გვქვია ის რაც ვართ – განახლებული ლუდი ნატახტარი [VIDEO]

8 May 2019

ნატახტარმა განახლებულ ლუდს მოკლე ვიდეო რგოლი მიუძღვნა. როგორც ჩანს ბრენდი ლუდის ინდუსტრიაში გაჯერებლ სიყალბეს უპირისპირდება.

“ვითომ სიცილი, ვითომ მეგობრები, ვითომ სიმართლე, ვითომ გართობა, ვითომ ექსპერტები, ვითომ ვიკინგები ” – ერთადერთი რაც ნამდვილი და არაყალბია ეს ნატახტარის ლუდია, სწორედ ეს არის ახალი რგოლის მთავარი სათქმელი, რომელზეც სარეკლამო სააგენტო Saatchi & Saatchi Tbilisi-მ იმუშავა. 

მარკეტერი პროექტის ავტორებს ესაუბრა:

ანა ქარჩავა – უფროსი ბრენდ მენეჯერი: ბრენდები მოდიან და მიდიან – “ნატახტარი” კი რჩება. 12-წლიანი ლიდერობა ბაზარზე დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს წარმატება დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ამიტომ, „ნატახტარი“ კვლავ განაგრძობს ლუდის ბაზრის განვითარებას და ამას თავისი თავის სრულყოფით იწყებს. წელს „ნატახტარი“ განახლებული შეფუთვითა და პლატფორმით ხვდება ლუდის სეზონს.
განახლებული შეფუთვით ძალიან ვამაყობ, რადგან ბევრ დეტალზე დავფიქრდით და საბოლოოდ მივიღეთ დადებითი ცვლილებები; წარმოების ადგილი და ინგრედიენტები დაუკავშირდა ერთმანეთს და გვირგვინში გაერთიანდა, შეიქმნა ნატახტრის უნიკალური წყლის საერთაშორისო საცნობი ნიშანი, ეტიკეტი გახდა დინამიკური და ცალსახად გამორჩეული, ქილაზე და პეტებზე დავიტანეთ წარმოების პროცესის აღწერა, რითაც მომხმარებლებს უფრო ინფორმირებულს ვხდით.

რაც შეეხება საკომუნიკაციო პლატფორმას, საკმაოდ რთული იყო ძიების პროცესი თუ რა უნდა ყოფილიყო ნატახტარის სათქმელი. მაგრამ ისტორიამ და განვლილი წლების ანალიზმა თვითონ მიგვიყვანა ჭეშმარიტებამდე, რომელიც შემდგომ სააგენტოს ბრიფად გადაიქცა.
დიახ, ბრენდები მოდიან და მიდიან, „ნატახტარი“ კი რჩება – ეს სიმართლეა. სწორედ სიმართლე არის ის, რაც დღეს ძალიან გვაკლია. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, „ნატახტარმა“ , საკუთარი მაგალითით აჩვენოს მომხმარებლებს, რომ ცხოვრება უკეთესია, როცა შენ თავთან კომპრომისებს არ აკეთებ და ხარ ისეთი, როგორიც ხარ.
როგორც ბაზრის ლიდერი, თავისი ყოველი ნაბიჯით „ნატახტარი“ ქართული ლუდის კატეგორიაში ამინდს ქმნის. ჩვენი მიზანი იყო და რჩება განვავითაროთ ეს კატეგორია და ცნება „ქართული ლუდი“ აქტუალური გავხადოთ საქართველოში, და არა მარტო.
ბრენდის ახალ პლატფორმაზე იმუშავა სარეკლამო სააგენტომ – Saatchi & Saatchi Tbilisi.

გვანცა დათუაშვილი, კრეატიული დირექტორი: ”ნატახტარი” ქართული ლუდის ისტორიის განუყოფელი ნაწილია და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ერთად ვწერთ ამ ისტორიის ახალ თავს. ეს ბრენდი 12 წელია, ბაზრის უპირობო ლიდერია, რაც უკვე ბევრს მეტყველებს მის შესახებ. ამიტომ, რაზეც არ უნდა აგვეგო სტრატეგია, ეს უნდა ყოფილიყო მართალი ბრენდთან მიმართებით და აქტუალური მისი მომხმარებლის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ არის ფასადური: ვაკეთებთ იმას, რისი კეთებაც არ გვსიამოვნებს, ვართ იქ, სადაც ყოფნა არ გვინდა, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც, შეიძლება, არც ისე მოგვწონს. ამის მიუხედავად, “ნატახტარი” ყოველთვის ახერხებდა დარჩენილიყო გულახდილი, პირდაპირი და “ნამდვილი”. ამ სულისკვეთებას მომხმარებლები უკვე 14 წელია იზიარებენ. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ლუდის ტურბულენტურ ბაზარზე, სადაც ახალი ბრენდები ყოველწლიურად ჩნდებიან და ქრებიან, “ნატახტარი” იყო და რჩება აქტუალური.
“ნამდვილი” არის საკვანძო სიტყვა, რომლის გარშემოც ტრიალებს ყველაფერი: ნამდვილი ქართული ლუდი ნამდვილი ადამიანებისთვის. “ვართ ის, რაც გვქვია. გვქვია, ის რაც ვართ”; “ნატახტარის” შემთხვევაში, ეს 100%-ით (no pun intended) შეეფერება სიმართლეს.”
სააგენტომ, ინტეგრირებული საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, სარეკლამო რგოლიც გადაიღო, რომლის მიზანია, მსუბუქი იუმორით აჩვენოს კონტრასტი ყალბ, „ვითომ“ სიტუაციებსა და 100%-ით ნამდვილ გამოცდილებებს შორის.

ზიზი ნასრაშვილი, ექაუნთ დირექტორი: “თავიდანვე ვიცოდით, რომ ახალ “ნატახტარს” ძალიან მაღალი ხარისხის “პროდუქტ დემო” უნდა ჰქონოდა. გვინდოდა გემრიელი კადრები გადაგვეღო და ახალი დიზაინი მაქსიმალურად მიმზიდველად გვეჩვენებინა. ამიტომ, ჩვენი ქსელის დახმარებით შევარჩიეთ Mozaik Studio და Slow Moments ბუქარესტში, რომლებიც შესაბამისი გამოცდილებითა და ტექნიკით არიან აღჭურვილი. გადაღება 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა და პროცესი საინტერესო, ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული. რამდენად კარგი “დემო” გამოგვივიდა, შეგიძლიათ თვითონ შეგვიფასოთ ”
განახლებული „ნატახტარის“ პირადად გაცნობა უკვე შეგიძლიათ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში.

Agency: Saatchi & Saatchi Tbilisi
Creative Director: Gvantsa Datuashvili
Copywriter: Gvantsa Datuashvili, Alexandre Gachechiladze
Jr. Art Director: Luka Ivanidze
Account Director: Ekaterine Ebanoidze
Account Director: Zizi Nasrashvili
Account Manager: Sally Dadiani
Senior graphic Designer: Ilia Shakulashvili
Editor and Color Grading: Vigen Vartanov

Production Agency: Film Asylum
Producer: Nikoloz Gugushvili
Executive Producer: Nika Abramishvili
Producer Assistant: Guga Gegechkori
Director: Giorgi Kobalia
First AD: Guram Bakradze
DOP: Guri Goliadze
Cameraman: Paata Gelashvili
Data Management: Imeda Tetradze
Sound: Nino Tevdorashvili
Gaffer: Sandro Gujabidze
Production Design: Fourk Group
Makeup Artist: Nanuka Lavrelashvili

Production team

PRODUCT DEMO
Senior Art Director: Alexander Melikov
Account Director: Ekaterine Ebanoidze
Account Director: Zizi Nasrashvili
Account Manager: Sally Dadiani
Jr. Art Director: Marta Ghudushauri
Creative Director: Gvantsa Datuashvili

Production Studio: Mozaik Production & Slow Moments
Beer Stylist: Tony Fiory
Producer: Igor Cvetkovski
DOP: Igor Vukovic
Director: Djordje Markovic

Original Music and Sound Design
Post Red Audio

განხილვა