19
მაი
2017

“ჯადოსნური გათამაშება” – ლიმონათი ნატახტარის ახალი კამპანია

19 მაი 2017

ნატახტარის ლიმონათის ჯადოსნური გათამაშება 20 მაისიდან დაიწყება. გთავაზობთ პრიზების ჩამონათვალს, მათი გაცემის წესებსა და გათამაშების სხვა დეტალებს:

BOG PLUS

 

  • გათამაშებაში მონაწილეობს კომპანია ნატახტარის მიერ წარმოებული ნატახტარის ლიმონათის: 0.33, 0.5, 1, 2 და 2.5 ლიტრიანი მხოლოდ ყვითელთავსახურიანი პლასტმასის ბოთლები
  • გათამაშდება შემდეგი პრიზები: 300 000 ცალი ნატახტარის ლიმონათი 0.33 პლასტმასის შეფუთვაში, 100 ცალი პლანშეტი, 50 ცალი მობილური ტელეფონი, 50 ცალი ლეპტოპი, 1 ცალი 4 კაციანი საგზური პარიზის დისნეილენდში  და 1 ბინა ბაკურიანში
  • გამარჯვებულის გამოვლენა ხდება მომენტალურად ბოთლის გახნით და თავსახურის ქვეშ წარწერის აღმოჩენით
  • მოგებული 0.33 მლ უფასო ლიმონათის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ მარკეტში
  • იმისათვის, რომ მიიღოთ შემდეგი საჩუქრები: მობილური ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, ბინა ბაკურიანში და საგზური დისნეილენდში, უნდა ეწვიოთ პრიზების გაცემის სპეციალურ ადგილებს, შემდეგ მისამართებზე:
    • თბილისი, ა.წერეთლის გამზ. 87ა;
    • რუსთავი,მე-18 მ/რ #5 და აღმაშენებლის გამზირის მ/ტ;
    • თელავი, ალაზნის გამზირი 22;
    • ქუთაისი, ნიკეას 16
    • ბათუმი, ორბელიანის 7
    • პრიზები გაიცემა ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, აღნიშნულ მისამართებზე, 11:00-დან 18:00-მდე.

სხვა მნიშვნელოვანი ნიუანსები:

  • პრიზის (0.33 მლ უფასო ლიმონათის გარდა) მიღებისას აუცილებელია თან იქონიოთ  პირადობის მოწმობა ან პასპორტი, რომლის ასლის შენახვისა და კანონისმიერი ვალდებულების შემთხვევაში, შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენის უფლებაც აქვს გათამაშების ორგანიზატორს.
  • გამარჯვებულ არასრულწოლოვანს პრიზი, 0.33 მლ უფასო ლიმონათის გარდა, გადაეცემა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად, შესაბამის მისამართზე გამოცხადებისა და როგორც საკუთარი (დაბადების მოწმობის), ისე კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.  
  • გათამაშება ჩატარდება საქართველოს ტერიტორიაზე, 2017 წლის 20 მაისიდან 20 აგვისტომდე
  • გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს
  • ფიზიკური პირი ავტომატურად ხდება გათამაშების მონაწილე, თუ იგი შეიძენს გათამაშებაში მონაწილე პროდუქციას
  • გათამაშებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ფუნქციონირებს სატელეფონო ნომერი  2 369 193, რომელიც მუშაობს სამუშაო დღეებში 9-დან 18 საათამდე.

განხილვა