ლუდი „ნატახტარი“ ათეული წელია, ქართული სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
„ქომაგების მეგობარი“ – ნატახტარის საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომლის მთავარი ფოკუსი სწორედ ქომაგები და ქომაგობის ხელშეწყობაა.
წელს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ქომაგებისთვის ისტორიული წელია და სწორედ მათთვის ბრენდმა დასვა მთავარი კითხვა – „რას გააკეთებდი საქართველოს ნაკრებისთვის?“
ნამდვილ ქომაგებს შეუძლიათ ამ კითხვაზე პასუხი გასცენ komagebi.ge-ზე; პასუხად უნდა დაწერონ იდეა, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ იმისთვის, რომ დაანახონ ნაკრებს, რამდენად ძლიერ ქომაგობენ მათ. იდეა აუცილებლად უნდა იყოს განხორციელებადი, კრეატიული და ძლიერად გამოხატავდეს ქომაგობის მუხტს.
3 ყველაზე კრეატიული იდეის ავტორს გადაეცემათ 22 ივნისს, საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები საგზური. გარდა ამ პრიზისა, ლუდი „ნატახტარი” გააშუქებს გამარჯვებულების მიერ განხორციელებულ იდეებს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ამ ადამიანების ცნობადობის გაზრდას.
„სახლს გადავღებავ ნაკრების ფერში“, „24 საათი ვიდგები ფეხზე მოედნის ცენტრში“, „შევკერავ მოედნის ზომის ნაკრების მაისურს“, „ქორწილში წავალ ნაკრების ფორმით“, „მოვხატავ ავტომობილს ნაკრების ფერებში“ – „ნატახტარი“ ინსპირაციისთვის გვთავაზობს რამდენიმე იდეას, რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, თუმცა უფრო ორიგინალური იდეების მოფიქრება მხოლოდ ნამდვილ ქომაგებს შეუძლიათ.
კამპანიაში მონაწილეობის მიღება ქომაგებს შეუძლიათ 7 ივნისის 00:00 საათამდე. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ეტაპობრივად, 15 ივნისამდე, ჟიურის მიერ, რომელიც შედგება ბრენდის მარკეტინგის გუნდისა და ორგანიზატორი სააგენტოს წარმომადგენლებისგან.
„ლუდი „ნატახტარი” წლებია, ქართული სპორტის ქომაგების მეგობარია, რაც არაერთ, ქომაგებისთვის ორგანიზებულ აქტივობასა თუ კამპანიაში გამოიხატა.
წელს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული წელია და განსაკუთრებული, აქამდე უცნობი ემოციები ტრიალებს ჩვენში. სწორად ამ ემოციებმა და სიხარულის განცდამ დაგვაფიქრა, თუ რა იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვნი და საჭირო ჩვენი ქომაგებისთვის.
საგულდაგულო შერჩევის პროცესის შემდეგ, ავარჩიეთ კამპანიის კონცეფცია, რომელიც მოიცავს ისეთი პლატფორმის შექმნას, სადაც ქომაგები შეძლებენ გამოხატონ ის გრძნობა, რომელიც გაჩნდა მათ გულებში 26 მარტს. ამ კამპანიით მათ მივცემთ შესაძლებლობას, ეს ემოცია კონკრეტულ ქმედებაში გადაიტანონ და გაგვიზიარონ თუ რაზე არიან წამსველელები საკუთარი ქომაგობის მუხტის გამოსახატად საქართველოს ნაკრებისთვის.
გამარჯვებული 3 ადამიანი, რომელიც ქომაგობის გამოსახატად ყველაზე არაორდინალურ და განსაკუთრებულ გზას იპოვის, დაჯილდოვდება და დაესწრება 22 ივნისს, საქართველო-ჩეხეთის მატჩს და კიდევ ერთხელ, უკვე გერმანიაში, თავის მხარდაჭერას გამოხატავს ჩვენი ნაკრების მიმართ. გარდა ამ პრიზისა, ლუდი „ნატახტარი” გააშუქებს გამარჯვებულების მიერ განხორციელებულ იდეებს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ამ ადამიანების ცნობადობის გაზრდას, როგორც ყველაზე განსაკუთრებული ქომაგებისა“, – განმარტავს „ნატახტარის“ მარკეტინგის მენეჯერი, ანა ქარჩავა.
[R]