in

„ნატახტარის ლიმონათს“ ახალი შეფუთვა აქვს

„ნატახტარის ლიმონათს“ ახალი შეფუთვა აქვს. „შრიალა ტარხუნა“, „სამასპინძლო ნაღები“, „საამაყო საფერავი“ – ეს, ერთი შეხედვით, უცნაური სახელები გამაგრილებელ სასმელს უკავშირდება და ამიერიდან, ბრენდის ახალი შეფუთვის განუყოფელი ნაწილია.

„მსგავსი წარწერების მიზანია, ერთი მხრივ, დავაახლოვოთ პროდუქტი მომხმარებელთან და, ამავე დროს, წავახალისოთ ქართული სიტყვების უფრო ხშირი და თამამი გამოყენება. გამოგიტყდებით, საკმაოდ რთული აღმოჩნდა არომატებისთვის ემოციური განმარტების მოფიქრება. ამ წამოწყებას, ჩვენი მოწვევით აკა მორჩილაძეც შემოუერთდა და მაგალითად, „სამასპინძლო ნაღები“ მისი ვერსიაა“, – ამბობს ლიმონათის ბრენდ მენეჯერი ნინო სურმავა.

მისივე თქმით, მრავალწლიანი ისტორიისა და ძლიერი რეპუტაციის მქონე „ნატახტარის ლიმონათი“, როგორც თანამედროვე ბრენდი, ყოველთვის ღიაა ცვლილებებისთვის და ახალ ტენდენციების კვალდაკვალ მიჰყვება.

„კარგად თუ დავფიქრდებით, თავიდანვე ქართული ლიმონათის ისტორია, საკმაოდ რევოლუციურად იწყება, რაც (მსოფლიოში ლიმონათის ისტორიისგან განსხვავებით) არომატების მრავალფეროვნებაში გამოიხატება. მრავალფეროვნება და „მრავალგემოვნება“ მიგვანიშნებს, რომ ლიმონათი არის გემო ნებისმიერი მომენტისთვის“, – ამბობს ნინო სურმავა.

გამაგრილებელი სასმელის ეტიკეტისა და ლოგოს გარდა, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, განახლდა ლიმონათის ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერა „რა დილა თენდება“.

გია გორდეზიანის სიმღერა განახლებული არანჟირებით შეიქმნა. ვერსია – სოფო ტოროშელიძე; არანჟირება – ნიკა მარგველაშვილი, სოფო ტოროშელიძე; ვოკალი – ელენე კალანდაძე; ჩაწერილია Teen Club-ის ხმის ჩამწერ სტუდიაში.

[R]

სახლის სამუშაოსთვის უსაფრთხო რობოტი, რომლის გაწვრთნაც თვითონ შეგიძლიათ

მეცნიერებმა შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოაქვეყნეს