in , ,

„ნატახტარი“ რაგბის განვითარებისთვის 1 000 000 ლარს დახარჯავს

ნინო სურმავაკომპანია „ნატახტარი“  რაგბის კავშირის პარტნიორი კიდევ  4 წელი იქნება. ახალი სასპონსორო  ხელშეკრულებით,  კომპანია  სპორტის  ამ  სახეობის განვითარებისთვის  1 000 000 ლარს დახარჯავს.

„ნატახტარმა“  რაგბის კავშირთან სასპონსორო ხელშეკრულება  პირველად  8 წლის წინ გააფორმა. როგორ აისახა ეს თანამშრომლობა კომპანიის რეპუტაციაზე და რას გულისხმობს ახალი ხელშეკრულება?! „მარკეტერი“ ამ თემასთან დაკავშირებით „ნატახტარის“ პიარ მენეჯერს, ნინო სურმავას ესაუბრა.

M: ნატახტარმა პირველი სასპონსორო ხელშეკრულება რაგბის კავშირთან 8 წლის წინ გააფორმა, რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ამ სპორტის მხარდამჭერები და რას მოიცავდა სპონსორობა ? 

გადაწყვეტილების მიღების პროცესში გავითვალისწინეთ ორი რამ: რამდენად სჭირდებოდა სპორტის ამ სახეობას  სპონსორობა და ახლოს იყო თუ არა ეს თემა კომპანია „ნატახტართან“. სპორტის ეს სახეობა არის მეგობრული, მასში არის  გუნდურობისა და ერთად შრომის ფილოსოფია, შესაბამისად გადაწყვეტილება მარტივად მივიღეთ.

რაგბის კავშირის სპონსორობა გულისხმობდა თანხის გამოყოფას ყოველწლიურად რაგბის განვითარებისთვის. გარდა ამისა, იგეგმებოდა ძალიან ბევრ აქტივობას  სპორტის ამ სახეობის განვითარებისათვის, რადგან რაგბის შესახებ იცოდა ძალიან ცოტა ადამიანმა, არ ჰყავდათ მობილიზებული ქომაგები. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ამ მიმართულებით შევქმენით ქომაგთა კლუბი, რომელიც რაგბის გულშემატკივრებს შიდა თამაშების დროს, ძირითადად, სოციალური მედიის მეშვეობით, მოუწოდებდა მოსულიყვნენ სტადიონზე ან გასვლითი თამაშებიდან დაბრუნებულ ეროვნული ნაკრების წევრებს  დახვედროდნენ. მოკლედ, ქომაგობის მუხტს ვზრდიდით. ეს ქომაგობა ყოველთვის სხვადასხვანაირად გამოიხატებოდა. სტადიონზე ქომაგობისას ერთნაირი მაისურებით მივდიოდით, შეძახილები ისმოდა მუდმივად, გვქონდა სხვადასხვა აქსესუარები. ვცდილობდით ყოველი ღონისძიება განსხვავებული ყოფილიყო, ამავე დროს შეგვენარჩუნებინა საერთო ხაზი, რაც რაგბის ქომაგობისთვის დამახასიათებელია.

მილიონი ლარი ქართული რაგბის განვითარებისთვისM: კომპანიისთვის  რამდენად  მნიშვნელოვანია  ასეთი  ტიპის  სპონსორობა?  

ასეთი ტიპის სპონსორობა კომპანიის იმიჯზე და რეპუტაციაზე დადებითად აისახება. ეს ერთის მხრივ არის გაცნობიერებული ვალდებულება, რომ ხარ სერიოზული კომპანია და იღებ ვალდებულებას  რომელიმე სფეროს მხარდაჭერა გამოუცხადო.  ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის გრძელვადიანი რეპუტაციის მშენებლობისთვის. ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა. შედეგი მოაქვს არა მყისიერად, არამედ დროთა განმავლობაში.ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არა თანხის მოცულობა, არამედ სტაბილურობა, შესაბამისად “ნატახტარი” რაგბის კავშირის სპონსორი კიდევ 4 წლის განმავლობაში იქნება.

M: რას მოიცავს აღნიშნული ოთხწლიანი ხელშეკრულება ?

ეს ოთხწლიანი ხელშეკრულება გულისხმობს, რომ ოთხი წლის სასპონსორო თანხა განისაზღვრება 1 000 000 ლარით. ეს თანხა უნდა მოხმარდეს ქართული რაგბის განვითარებას. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ბორჯღალოსნების პრემიალურ ანაზღაურებას, დამატებითი 150 000 ლარის ოდენობით.

M: წინა  წლებში  თანხის  გარდა,  სპონსორობა  ქომაგობასაც  მოიცავდარა  აქტივობებს გეგმავთ ახალი  ხელშეკრულების  ფარგლებში?

წინა წლებში რაც იყო,  ყველაფერი იგივე იქნება. ჩვენი მიზანია, რაგბის ქომაგობის კულტურის  გაძლიერება, შესაბამისად  იმ ობიექტებზე, სადაც ვუგულშემატკივრებთ რაგბის, ხალხის რაოდენობის მკვეთრი გაზრდა. თამაშებიდან გამომდინარე, იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები. სტადიონზე გულშემატკივრობა, გასვლითი თამაშების დროს ბარებში შეკრება და ისე ქომაგობა.



რა განაპირობებს თქვენი სტარტაპის შენარჩუნებას?

Bino.ge – სასურველი ღვინის შეძენა სახლიდან გაუსვლელად უკვე შესაძლებელია