in

„ნატახტარი“ – ლუდი, რომელიც თავად გეუბნება, რომ 100%-ით ცივია

ძალიან ცოტა საკითხი დარჩა სამყაროში ისეთი, რომელზეც ისევე მარტივად ვთანხმდებით ყველანი, როგორც იმაზე, რომ ლუდი ცივი უნდა დალიო. იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტი თავდაჯერებით განაცხადებ „ჩაცივდებოდა უკვე” და მაცივრისკენ გასწევ, იმის რისკი რომ ხელში თბილი ლუდი შეგრჩეს, საკმაოდ მაღალია. „ნატახტარის“ 100%-ით ლუდის პლატფორმა  მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ლუდისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს, ხოლო იმისათვის რომ ლუდის გემო 100 პროცენტით შევიგრძნოთ, ის იდეალურ ტემპერატურაზე, 4-დან 6 გრადუსამდე უნდა იყოს ჩაცივებული.  რატომ უნდა მივანდოთ ლუდის გემო სხვადასხვა მინიშნებებს, როდესაც ყველაზე კარგად იმის თქმა, ჩაცივდა თუ არა ის, თავად ლუდის ბოთლს შეუძლია?  „ნატახტარმა“ თერმოქრომული ტექნოლოგიის დახმარებით შექმნა ეტიკეტი, რომელზეც გამოსახული თერმომეტრი, 4-დან 6 გრადუსამდე ჩაციების შემთხვევაში, ფერს იცვლის.

BOG
BOG

ანა ქარჩავა, „ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი: „ლუდი „ნატახტარი“ ყველასათვის საყვარელი და უკვე დიდი ისტორიის მქონე ლუდია.

ბრენდი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და დღეს მისი მიდგომა 100%-ით მომხმარებელზე ორიენტირებულია. დღევანდელ რეალობაში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა გულწრფელობისა და დადებითი ემოციების უაღრესი მნიშვნელობა, როცა გარშემო ამდენი გაურკვევლობაა, რომელიც, რა თქმა უნდა, სტრესს იწვევს.

ჩვენი ბრენდები თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ადამიანების ცხოვრებას ახალისებენ. ამჯერად დამატებითი ფუნქციონალური მახასიათებლის დამატებით ვეცადეთ გვეზრუნა იმაზე, რომ  ჩვენმა, სიცხით შეწუხებულმა, მომხმარებლებმა სწორ ტემპერატურაზე მოიხმარონ საყვარელი ლუდი, გაგრილდნენ და დრო არ დახარჯონ ფიქრზე: „არის თუ არა ჩემი ლუდი საკმარისად ცივი.“

გარდა ფუნქციონალური უპირატესობისა, ვფიქრობ, თერმომეტრის ნიშნის ფერის შეცვლის პროცესი საკმაოდ სახალისო უნდა იყოს, რადგან ჩვენ როგორც მომხმარებლები ძალიან ვხალისობდით, როცა ნიმუშები მივიღეთ და გულწრფელ სიხარულს ვერ ვმალავდით როცა თერმომეტრი ივსებოდა და „ნატახტარის“ ეტიკეტზე წარწერა „100% ლუდი“ იცვლებოდა და შუაში სიტყვა „ცივი“ ჩნდებოდა. რაც გვატყობინებდა, რომ ჩვენი ლუდი ჩაცივდა.

მომხმარებელზე ზრუნვა, მათი საჭიროებების დაკმაყოფილება და მათი სურვილების წინასწარ განჭვრეტა არის ის, რაც ბრენდს აყალიბებს და მომხმარებელში ბრენდის მიმართ სიყვარულს წარმოშობს.

რომელიღაც კვლევაში წავიკითხე, რომ ბრენდების 85% რომ არ არსებობდეს, მომხმარებლებს საერთოდ არ დაწყდებათ გული, რაც სავსებით რეალურად მიმაჩნია. ამიტომ ვურჩევდი ყველა მარკეტერს, კამპანიის დაგეგმარებისას, პირველ რიგში, დაფიქრდნენ იმაზე თუ რა შეუძლია კომპანიას გააკეთოს მომხმარებლისთვის კარგი და მთავარი კითხვა, რომელიც უნდა დაუსვან საკუთარ თავს ინიციატივების წარმოშობისას არის მარტივი – მომხმარებელს ამით რა?“

გვანცა დათუაშვილი, კრეატიული დირექტორი: კამპანიის მიზანი იყო მომხმარებლისთვის „ნატახტარის“ ბოთლის ეს ახალი ეტიკეტი გაგვეცნო. ეტიკეტი, რომელიც ლუდის იდეალურ ტემპერატურაზე ჩაციებისას ფერს იცვლის, თავის თავშივე სახალისო კონცეფციაა. ჩვენ მიზნად დავისახეთ მოგვეფიქრებინა, როგორ მიგვექცია მომხმარებლის ყურადღება, აგვეხსნა რისი გაკეთება შეუძლია ჩვენს ეტიკეტს და გვეჩვენებინა ამ ფუნქციის მნიშვნელობა, ერთხელ წათამაშების მიღმა. იმის ახსნა, რატომ უნდა დალიო ლუდი იდეალურად ცივი, არც გვიფიქრია, ეს ისედაც ყველამ იცის.  შესაბამისად რაც დარჩა არის ის, რომ ვაჩვენოთ, ლუდის ტემპერატურის გამოცნობის არცერთი მეთოდი არაა ისეთი უტყუარი და 100%-იანი, როგორც „ნატახტარის“ თერმოქრომული ეტიკეტი.

ლევან ასათიანი, კრეატიული დირექტორი: ჩემთვის ეს პროექტი ორმაგად სახალისო იყო, პირველ რიგში იმიტომ რომ  პირველი დიდი პროექტია, რომელსაც SAATCHI&SAATCHI Tbilisi-ს კრეატიული დირექტორის ამპლუაში გავუძეხი და მიხარია, რომ ისეთი კარგი გამოვიდა, როგორიც გვინდოდა. ამ პროექტზე მუშაობის პროცესში ახალ გუნდთან შევთამაშდი, ახალი ბრენდი გავიცანი და ახალი პერსპექტივა შევიძინე. ჩვენი დავალება იყო, რომ თერმომეტრის სიმბოლოსთვის სული და ხასიათი შეგვეძინა და ჩემი აზრით, ეს კარგად მოვახერხეთ. მნიშვნელოვანი იყო გადმოცემის სახალისო და არაორდინალური ხერხის გამოძებნა და ასე მივედით იმ იდეამდე, რომ გვეჩვენებინა იმ ადამიანის შინაგანი დიალოგი და ფანტაზიები, რომელიც ლუდის ჩაციებას ელოდება. არანაკლებ საინტერესო იყო პროდუქტის დემოზე მუშაობა. საქართველოში ეს დარგი ახლა ვითარდება და ასეთი მასშტაბური ლოკალურად გადაღებული დემოთი, „ნატახტარი“ ქართული ლუდის ბაზარზე პირველი იქნება.

ალექსანდრე მელიკოვი, პროდუქტის დემოს რეჟისორი: „ჩემი დავალება იყო პროდუქტის დემოთი შემექმნა ცივი კონტრასტი ცხელ რგოლში და მეჩვენებინა, ზუსტად როგორ მუშაობს „ნატახტარის“ თერმოქრომული ეტიკეტი. ბრენდის 100% პლატფორმიდან გამომდინარე, რომელიც სინამდვილეზეა დაფუძნებული, გადავწყვიტეთ დემოს გრაფიკული ელემენტებით გამდიდრების ნაცვლად, ის რეალური ელემენტებით გადაგვეღო. დავამზადეთ ყინული, რომელსაც ხედავ და ხვდები, რომ შეგიძლია შეეხო, რაც  სიცივის შეგრძნებას ამძაფრებს“.

 

Credits: 

Client – Natakhtari: ანა ქარჩავა, გურანდა ნემსაძე, ანა რამიშვილი

Creative Agency: Saatchi & Saatchi Tbilisi

Creative Directors: გვანცა დათუაშვილი, ლევან ასათიანი

Senior Art Director: ლევან ასათიანი

Art Director: ლუკა ივანიძე

Copywriter: რეალ გოგა

Jr. Copywriter: სანდრო გაჩეჩილაძე

Account Team: ზიზი ნასრაშვილი, ეკატერინე ებანოიძე, სალომე მარტიაშვილი

Strategy: გვანცა დათუაშვილი

გადამღები კომპანია: Metro Production

რეჟისორი: დათო ბორჩხაძე

ოპერატორი: სანდრო დარახველიძე

მხატვარი: დათო ჭყოიძე

კოსტუმების მხატვარი: ანკა გაბუნია

ქასთინგ მენეჯერი: თინა ხიზანიშვილი

ქასთინგის ასისტენტი: ფიქრია ქიქოძე

მხატვრის ასისტენტები: ნათია გურაბანიძე, ზაზა გოგორიშვილი, ნიკა ლომიძე

გრიმი: სალომე ზაქარაია

აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია

წარმოების უფროსი: მაია გურაბანიძე

პროდიუსერი: თამარ თვარაძე

რეჟისორის ასისტენტი: სოფო ფარჯიანი

ბიდინგ პროდიუსერი: მაშო თევდორაშვილი

პროდაქშენ მენეჯერი: ტატო ფანცულაია

ტექნიკური დირექტორი: გურამ მოსიკაშვილი

ლოკაციის მენეჯერი: აჩი კევლიშვილი

ტრანსპორტის მენეჯერი: დავით მაღლაკელიძე, დათო ფერაძე

პროდაქშენ კორდინატორი: მერაბ როსტომაშვილი

პროდაქშენ ასისტენტი: მარიამ გუგუშვილი

პროდაქშენ ასისტენტი: ნატა მანაგაძე

სეტ მენეჯერი: კოკა ჩხაიძე

ჰელფერები: ირაკლი კაკაბაძე, ნიკო ჩხაიძე

ფოკუს ფულერი: დათო ჩხაიძე

კამერის ტექნიკოსი: გურამ მოსიკაშვილი

ფლეიბექი: კობა როსტიაშვილი

კრანის ტექნიკოსი: გიორგი ზაქაიძე, დიმიტრი ზაქაიძე

გაფერი: გია მარსაგიშვილი

დეკორაცია: კინო ფაბრიკა

პოსტ პროდაქშენი:

პოსტ ფროდაქშენის პროდიუსერი: ბურო

მუსიკა და ხმა: Post Red

ფერის კორექცია: ლევან კუხაშვილი

გრაფიკა: ფიქრია მამაცაშვილი

Demo Production:

Director: ალექს მელიკოვი

DOP: ვიგენ ვართანოვი

Liquid Stylist: ალექსანდერ შენრონგი

Liquid Stylist Assistant: ლევან ფარულავა

Set Designer: პოლინა რუდჩიკი

Gaffer: ვაჟა აფრასიძე

Focus puller: მანუჩარ ელიჯარაშვილი

Color Correction: ვიგენ ვართანოვი

CG & Post production: საველი შარკოვი

 

 

როგორ გამოვიყენოთ სტრესი ჩვენ სასარგებლოდ?

ცნობილმა ფინელმა მსახიობმა, პანდემიის კრიზისის დასაძლევად, ხაჭაპურის ცხობა დაიწყო