მაშინ როდესაც ლუდის მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ სხვადასხვა აქტივობებით და მათ შორის სარეკლამო კამპანიებითაც ბაზარზე გამორჩეულები იყვნენ, “ნატახტარი” აქტიურ სარეკლამო კამპანიას არ გეგმავს. საახალწლოდ ან ზამთრის სეზონისთვის ახალი სარეკლამო რგოლები არც მედიაში გამოჩნდება. კომპანიის პიარ მენეჯერის ნინო სურმავას თქმით, იანვრის თვეში მომხმარებლის თხოვნით, ისევ ძველი ვიდეორგოლი, მსახიობ ნიკო გომელაურის მონაწილეობით, დატრიალდება.
კომპანიაში ამბობენ, რომ “ნატახტარი “ ლუდის გაყიდვების კუთხით საბაზრო წილის 65%-ს ფლობს. მათი თქმით, ლუდის ბაზარი, წინა წელთან შედარებით, 2012 წელს 10%-ით გაიზარდა.
რამდენადაც ლუდი “სეზონური” პროდუქტია, სხვა ბრენდების მსგავსად, “ნატახტარის ” გაყიდვებმაც იკლო. “ზაფხულის/ზამთრის გაყიდვები ისე შეეფარდება ერთმანეთს , როგორც 1:4-ს”- აცხადებენ კომპანიაში.
ასეთ პირობებში, საკმაოდ მნიშვნელოვანია კონკურენციის თემა. ბოლო წლების მანძილზე შექმნილი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბაზარზე ხარისხიანი ლუდის დეფიციტი და შესაბამისად, მოთხოვნა გაჩნდა.
“ხარისხზე ჩვენი პროდუქცია მეტყველებს. ლაბორატორია აღჭურვილია უმაღლესი ტექნოლოგიით, თანამშრომლები მუდმივად დადიან კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში, ნედლეულის შემოწმება ხდება მისი შემოსვლიდან , შემდეგ მზა პროდუქტის სახით ქსელში გასვლამდე და მის შემდეგაც. ვერ ვისაუბრებ კონკურენტებზე, თუმცა , შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ხარისხი სტაბილური და მაღალია”,- ამბობს ნინო სურმავა.
ხშირად , ქართულ რეალობაში სოციალურ-კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულება სუსტადაა განვითარებული. ყველაზე მეტი დაბრკოლება კონკრეტული გეგმის გარეშე , ინერციით მოქმედებაა. ხან, კომპანიები, უბრალოდ ერთჯერადი , ჰუმანიტარული აქციებით შემოიფარგლებიან. “ნატახტარში “ ამბობენ, რომ ამ საკითხს საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობენ. ნინო სურმავას თქმით, სამი მიმართულება აქვთ არჩეული და ამ ხაზს მიჰყვებიან. ეს არის ფეხბურთის, კალათბურთისა და რაგბის ნაკრები გუნდების მხარდაჭერა, ზოგადად სპორტის ქომაგობის მხარდაჭერა. “საჭესთან ფხიზლად” – კიდევ ერთი მიმართულებაა. კომპანიის პიარ მენეჯერის თქმით ამ კამპანიის მთავარი მიზანია მოუწოდონ მოსახლეობას არ დასხდნენ საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში. სოციალური პასუხისმგებლობის მესამე ნაწილი კი “ნატახტარის” ლიმონათის ფონდია, საიდანაც შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ 16 -18 წლამდე მოზარდებს ხმარდებათ. კომპანიაში თვლიან, რომ ერთჯერად დახმარებებზე მეტად საჭიროა მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია და მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მათგანს ანაზღაურებადი სტაჟირებით, განათლების დაფინანსებითა და ხელსაქმის შესწავლაში გაუწიეს დახმარება, რაც ბავშვთა სახლების დატოვების შემდეგ, მათ დამოუკიდებელად ცხოვრების საშუალებას მისცემს.
კომპანიები , ბრენდის მიმართ ცნობადოებისა და ლოიალობის გაზრდის მიზნით წამახალისებელ გათამაშებებს აწყობენ. ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც “ნატახტატრია”. ბოლოს ასეთი ღოსნიძიება ზაფხულში, 7 მაისიდან 7 ივლისის ჩათვლით ჰქონდათ. შედეგად, ლუდი “ნატახტარის” გაყიდვები 5%-ით გაზარდა. თუმცა, როგორც წესი, ასეთი აქციების დროს მომხმარებელთა ნაწილი უკამყოფილებას გამოხატავს.ნინო სურმავას თქმით, მათ შემთხვევაში ასეთი რამ ნაკლებად იყო.
“ მომხმარებელმა იცის, რომ მოგების უფრო მცირე შანსია.უფრო მოსალოდნელია, ვერ მოიგო. თანაც , ჩვენს გათამაშებაში მყისიერად შეეძლოთ იქვე, თანხის მიღება, გათამაშების პრინციპიდან გამომდინარე, თანხა პრიზის სახით იდო სახურავში”.
კიდევ ერთი სფერო, სადაც “ნატახტარი” აქტიურად მონაწილეობს, ლუდის ფესტივალია. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების ორგანიზატორი თავად კომპანიაა. ნინო სურმავას თქმით, ამ შემთხვევაში, მათი მიზანი ლუდის მოხმარების კულტურის ჩამოყალიბება, დახვეწა და განვითარებაა. ხშირად ამ ღონისძიების მიმართ ამბობენ, რომ ორგანიზებულობის თვალსაზრისით პრობლემებია. მომხმარებელი მიიჩნევს, რომ მეტად დახვეწაა საჭირო და რიგ შემთხვევაში ღონისძიება ქაორტურიც ხდება. “ნატახტარში” არ უარყოფენ, რომ ხარვეზები მართლაც არის. თუმცა, ამბობენ, რომ წლიდან წლამდე დაშვებულ შეცდომებს ითავლისწინებენ. უკვე წლევანდელ ფესტივალზე კრიტიკა ნაკელბად ახსოვთ. ასეთი ღონისიების გარდა, როცა სხვადასხვა სახის ლუდი არის და აქცენტი გართობაზე კეთდება, “ნატახტარი” ბათუმის ლუდის ფესტივალშიც მონაწილეობს, სადაც ასორტიმენტი მეტია და განსხვავებული ბრენდებია წარმოდგენილი .
კომპანიაში ფიქრობენ, რომ წარმატების საკუთარი ფორმულა აქვთ და, მათი აზრით, სწორედ ამით უწევენ კონკურენციას სხვა კომპანიებს.
“ჩვენი მთავარი წარმატების ფორმულა ის არის, რომ მთელი “ნატახტარი” შეკრული გუნდია. ყველანი ერთად ვზრუნავთ, მივაწოდოთ მომხმარებელს მათი მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტი. მუდმივად ვატარებთ კვლევებს, გვაქვს ორმხრივი ურთიერთობა მომხმარებელთან, ვაწარმოებთ ყოველდღიურ ინტენსიურ მუშაობას გაყიდვის წერტილებში და ა.შ. “ ამბობს ნინო სურმავა.