in

„შეიფერე ქართული“ – 20 წლის ბრენდის თანამედროვე სახე

ლიმონათი „ნატახტარი“ უკვე 20 წელია ბაზრის ლიდერია და განსაკუთრებული ადგილი უკავია მომხმარებლების გულებში თავისი გამორჩეული და მრავალფეროვანი გემოებით. აღსანიშნავია, რომ ის 2006 წლიდან წარმოდგენილია საექსპორტო ბაზრებზე და ამჟამად 23 ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

გურანდა ნემსაძე, „ეფეს საქართველოს“ უალკოჰოლო სასმელების მარკეტინგის მენეჯერი:

„20 წლის იუბილე მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი კომპანიისთვის, რის აღსანიშნავადაც გადავწყვიტეთ პროდუქციის შეფუთვის განახლება.

მომხმარებელთა სურვილები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ, პირველ რიგში, ჩავატარეთ არსებულ შეფუთვაზე კვლევა, რათა გაგვეგო, რა ცვლილებებს ისურვებდნენ ჩვენი მომხმარებლები. კვლევის შედეგად მიღებული პრეფერენციების საფუძველზე კი შევიმუშავეთ ახალი დიზაინი, რომელზეც საერთაშორისო სააგენტომ იმუშავა.

პროცესი განსაკუთრებით საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, რადგან უცხოელ პარტნიორებთან მუშაობისას საჭიროდ მივიჩნიეთ, მაქსიმალურად გასაგებად გაგვეცნო საქართველოს გაზირებული გამაგრილებელი სასმელების ბაზარი და ქართული ბრენდების თავისებურებები.

ბრიფის მთავარი ამოცანა იყო ლიმონათი ნატახტრის შეფუთვის მოდერნიზაცია ისე, რომ ბრენდი დარჩენილიყო ლიმონათის კატეგორიაში, მაგრამ ვიზუალურად უფრო თანამედროვე და გამორჩეული გამხდარიყო.

რელონჩის საკომუნიკაციო კამპანიის მთავარი გზავნილია „შეიფერე ქართული“

რაც ქართულია – ჩვენია. და რაც ვიცით, რომ ჩვენია – იმით ვამაყობთ. სწორედ ლიმონათი ნატახტარი არის ის ბრენდი, რომელიც უნდა შევიფეროთ. ამ გზავნილის ირგვლივ შეიქმნა კამპანია, რომლის კრეატიულ ნაწილზეც ვიმუშავეთ სააგენტო „ბეთერფლაისთან“ ერთად.

ჩვენ გვჯერა, რომ ყველასათვის საყვარელი ნატახტრის ახალი შეფუთვა ახლა უფრო დაამშვენებს ყოველდღიურობას თუ განსაკუთრებულ მომენტებს“.

სოფი როსტომაშვილი, სააგენტო ბეთერფლაის კრეატიული ხელმღვანელი:

„დავალება იყო, მოგვეფიქრებინა საკომუნიკაციო კამპანია ბრენდისთვის, რომელსაც დიდი ისტორია აქვს — სადაც ნატახტარი, როგორც ქართული ბრენდი, თავის სათქმელს იტყოდა: მარტივად, გულწრფელად და სიამაყით. კამპანიის იდეასა და მესიჯზე იმუშავა ედ ვენმა – იდეა არის აგებული იმ დაკვირვებაზე, თუ პატარა ერი როგორ ვიფერებთ იმ წარმატებებს, რაც საქართველოსა და ქართველებს გვეხება.
შემდგომ Betterfly-ს გუნდმა შეიმუშავა კამპანიის მიმდინარეობა და კონცეფცია. რეჟისორ გიორგი მეშველიანთან ერთად გადავიღეთ 3 სერიული რგოლი, რომლებიც ვიზუალურად ხალისიანად გადმოსცემს იდეას.

 
გამოვყავით სამი ძირითადი ინსაითი. პირველი – ქართველებს ძალიან გვეამაყება ჩვენი მრავალფეროვანი ბუნება. პატარა ქვეყანაში გვაქვს ზღვაც, მთაც და ბარიც.

მეორე მნიშვნელოვანი – ჩვენი სტუმარმასპინძლობა და ქართული კულინარიული შედევრები. ერთი დიდი რიტუალია უცხოელ სტუმარს გავასინჯოთ ჩვენი კერძები და მერე კარგად დავაკვირდეთ სახეზე, რომ რეაქცია ამოვიკითხოთ.

მესამე კი, ბოლო დროის სოციალურ ქსელებში ქართველების აქტივობის ტენდენციაა. ყველა ვიფერებთ  ქართული სპორტის მიღწევებს და ვგულშემატკივრობთ ჩვენი პატარა ქვეყნის შვილებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში წარმატებას აღწევენ”

 
Client: EFES Georgia
Marketing Manager: Guranda Nemsadze
Marketing Specialist: Zuka Bakhtadze
Marketing Intern: Tatia Nazarashvili
Agency: Betterfly Advertising

Creative Team: Anano Dodelia, Ano Prangishvili, Tako Varamashvili, Ana Zurabishvili, Sophie Rostomashvili
Creative Lead: Sofi Rostomashvili
Account Director: Salome Shamugia
Account Manager: Tako Mshvelidze

Production Company: Betterfly Films

Producer: Veriko Kenchadze
Director: Giorgi Meshveliani
Director of Photography: Rati Gogatishvili
1st Assistant Director (1st AD): Nini Nozadze
Camera Assistant: Imeda Tetradze
Focus Puller: Irakli Duru Zhghenti
Playback Operator: Paata Gelashvili
Steadicam Operator: Dato Odisharia
Steadicam Assistant: Bacho Budu Iakobidze
Gaffer: Tsotne Marsagishvili
Lighting Crew: Davit Sagrishvili, Giorgi Lomize, Davit Khuntsaria, Davit Samkharadze, Vako Leluashvili, Mikheil Gvalia

Production Design: Nisley Studio
Team: Sopho Gulisashvili, Zura Kikvadze
Set Decorators: Tamaz Bochoidze, Davit Gvinashvili, Garik Martirosyan, Daniel Kikvadze
Assistants: Nanuka Gvinashvili, Giorgi Metreveli
Props Master: Tatia Gulisashvili
Designer: Davit Gogichaishvili

Costume Designer: Mariam Tavberidze
Costume Assistant: Ani Berishvili
Casting Manager: Nanuka Sioridze
Make-Up Artists (MUA): Giga Bagrationi, Taso Jashi
Food Stylist: Mirian Sulakauri
Storyboard: Ani Tqebuchava, Kesane Babunashvili

Post-production:

Editing: Giorgi Meshveliani
Color Grading: Mindia Inasaridze
Graphics: Giorgi Japaridze
Sound Design: Avira Production
Stop Motion: George Van de Kamp
Art Director: Giorgi Grdzlelishvili

[პარტნიორის კონტენტი]

განათლების გზაზე არ გაჩერდე – Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატების რჩევები

როგორი იყო კანის კრეატიული ფესტივალი Digital კატეგორიის მონაწილეებისთვის