Spa Concept – ნატალის საკონსულტაციო ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც დღესდღეობით მომხმარებლებს სრულ სკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. სპა კონცეპტში ყველაფერია მათთვის, ვისაც სურს, მოაწყოს სილამაზის სალონი, ესთეტიკური თუ სპა ცენტრი. გარდა იმისა, რომ აქ საჭირო ინვენტარი და პროდუქცია დახვდება მომხმარებელს, ასევე მიიღებს რჩევასაც და კონსულტაციასაც იმის შესახებ, თუ როგორ მოიხმაროს აქ შეძენილი პროდუქტი. სპა კონცეპტის შესახებ ვრცლად ნატალი ჯგუფის გენერალურ დირექტორს, ნატალი თოლორაიას გავესაუბრეთ:
M: საიდან გაჩნდა სპა კონცეპტის შექმნის იდეა?
ნატალი ჯგუფი უკვე 24 წელია, რაც ბაზარზე მოღვაწეობს და ეს გამოცდილება ერთგვარად გახდა მოტივი, შეგვექმნა სპა კონცეპტი. სილამაზის ინდუსტრიაში ნატალის განვითარების ეტაპები იყო შემდეგნაირი: თავიდან გავხსენით სილამაზის სალონები, შემდეგ იმისთვის, რომ სილამაზის სალონებისთვის საჭირო ინვენტარი ყოფილიყო ხარისხიანი, გვიწევდა მათი მოძიება საზღვარგარეთ, რაც შემდეგ უკვე იქცა ბიზნესად. ბიზნესისთვის კი ჩვენს ინდუსტრიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სასწავლო აკადემია. სასწავლო აკადემიამ სადისტრიბუციო კომპანიებს, სილამაზის სალონებსა და პროფესიონალებს, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში ვქმნიდით ამ ყველაფერს, მოგვცა იმის საშუალება, პირდაპირი ხაზით გაგვეხსნა სპა კონცეპტი.
M: როგორია სპა კონცეპტის კონცეფცია?
მისი კონცეფცია მოიცავს სილამაზის სალონების, ესთეტიკური ცენტრების, სპა ცენტრების აღჭურვილობას, განლაგებას, დიზაინს, პროდუქტის მარკეტინგულად მოხმარებას, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებას.. გვაქვს სხვადასხვა ეტაპი და მომხმარებელს ვთავაზობთ იმას, რაც ჩვენ აქამდე გამოცდილებამ გვაჩვენა. გვაქვს ყველა ის ევროპული ბრენდი, რომლებიც შედიან მსოფლიო ხუთეულში, როგორც ლაბორატორიით, ისე ავეჯით. წლები დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი თვალით ნანახი, ჩემით მოძიებული და შექმნილი წვლილი სილამაზის ინდუსტრიაში გადამეცა იმ კომპანიებისთვის, მეწარმეებისთვის თუ დამწყები კომპანიებისთვის, რომლებიც დღეს ქმნიან ყველაფერ ამას. სწორედ იმიტომ, რომ მათ ეს ეტაპები არ გაიარონ ან სწრაფად გაიარონ და ფინანსურ მოგებაზე წავიდნენ, ჩვენ მათ შევთავაზეთ ეს კონცეფცია.
როდესაც მომხმარებელი მობრძანდება და სურს, გახსნას სილამაზის სალონი, სპა ცენტრი თუ სხვა დაწესებულება, გვეკითხება აზრს იმის თაობაზე, თუ სად, რომელ რაიონში, რა ადგილას, რა ფართობზე შეძლებს ამას. ჩვენ, რასაკვირველია, შემოთავაზებული ბიუჯეტის ფონზე ვიწყებთ ფიქრს და ვუწევთ კონსულტაციას ამ საკითხებთან დაკავშირებით. ვეუბნებით, რა იქნება მისთვის მომგებიანი, რამდენ წელში ამოიღებს ის თავის დანახარჯს და ა.შ
M: უფრო კონკრეტულად, როგორია თქვენი მომსახურება და რაიმე შეზღუდვებს თუ აწყდება მომხმარებელი?
გვყავს ისეთი კლიენტებიც, რომლებსაც ინვენტარი აქვთ, თუმცა, სურთ ჩვენი პროდუქცია შეიტანონ. ამ შემთხვევაშიც ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მათ. ჩვენ ერთ პროდუქტსაც არ ვყიდით ისე, რომ არ მოვაყოლოთ მთელი პროცედურა. ე.ი, როცა ჩვენ ვყიდით პროდუქტს, მას მოჰყვება მთელი თავისი “სწავლა-განათლება”, თუ როგორ უნდა მოიხმარონ ესა თუ ის ინვენტარი/პროდუქტი. გვყავს ჩვენი ტექნიკური ჯგუფი თავისი ხელმძღვანელით, რომელსაც უკვე აქვს კვალიფიკაცია ამ საკითხში და ისინი ატრენინგებენ მომხმარებლებს წინასწარ.
შეზღუდვები არ გვაქვს – ერთი სკამიც რომ უნდოდეს მომხმარებელს, ამაშიც არ ვზღუდავთ მას. 6 კვადრატზეც შეუძლია მომხმარებელს სპა მოაწყოს ერთი სამასაჟე ტახტითაც კი. ჩვენი ყველა პროდუქტი არის პროფესიონალური ხაზი, რაც ნიშნავს, რომ ის არ იყიდება მასმარკეტის ბაზარზე და ამას მომხმარებლებს ინდივიდუალურად ვურჩევთ.
M: რა სირთულეებს წააწყდით სპა კონცეპტის შექმნისას?
მისი შექმნისთვის საკმაოდ ბევრი წელი დაგვჭირდა. იმ ბრენდების მოპოვება, რომელთა პროდუქციასაც დღესდღეობით მომხმარებლებს ვთავაზობთ, არ იყო ადვილი. ამ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი რომ იყო, საამისოდ საკმაოდ მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული. გახდე ოფიციალური წარმომადგენელი კი ნიშნავს, რომ უკვე გაქვს გარანტირებული ფასი, რომლის ფონზეც თამამად შეგიძლია, მიაწოდო შენს მომხმარებელს პროდუქტი და არ იყო გადამყიდველი.
M: რომელი კომპანიები შედიან ნატალის საკონსულტაციო ჯგუფის პროექტების პორტფელში?
ჩვენი პარტნიორი კომპანიები არიან: ბათუმის შერატონი, “რიქსოსი”, ბილტმორი, ამბასადორი, გუდაურის მარკო პოლო, m2.. ის კომპანიები, რომლებიც ხარისხს მაქსიმალურად აფასებენ.
M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
სექტემბერში გაიხსნება ჩვენი სასწავლო ცენტრი, რომელიც ჩვენთვის ერთგვარ ხერხემალს წარმოადგენს. ასევე, ვგეგმავთ, გავხსნათ ნატალის შვილობილი კომპანია, რომელიც შეიქმნება, როგორც სტარტაპი და მასში დასაქმდებიან ჩვენი კურსდამთავრებულები. აქაური მომსახურება იქნება შედარებით ბიუჯეტური, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მომხმარებლებს არაპროფესიონალურ მომსახურებას გაუწევენ. პროდუქტი და ინვენტარი აქ იქნება იგივე, რაც ნატალის ცენტრებშია.
[R]