in

ნატალია ნიჟარაძე – #პირველისამსახური

ჩემი პირველი სამსახური, სადაც პროფესიით ვმუშაობდი, იყო გეოგრაფიის ინსტიტუტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია/გეოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. ასპირანტურაში როცა ჩავაბარე, სადისერტაციო თემაზე მუშაობა დავიწყე და  გეოგრაფიის ინსტიტუტში განთავსებულ კვლევით ლაბორატორიაში  მუშაობა შემომთავაზეს. მე 21წლის ვიყავი.  ჩვენ ვცდილობდით დაბინძურების დონის ცვლილება გაგვესაზღვრა, ტენიანობის, ქარის სიჩქარისა და ტემპერატურის ცვლილების ფონზე. ეს საინტერესო იყო, თუმცა, სამეცნიერო კარიერა მალევე  დავასრულე, რადგან უფრო დინამიური და საინტერესო ცხოვრება მინდოდა მქონოდა. სწორედ ამ დროს დამოუკიდებელი ტელევიზია „ საქართველოს ხმის“ განცხადება მოვისმინე და ჟურნალისტად მუშაობა გადავწყვიტე. მახსოვს როგორ გამიჭირდა პირველი სიუჟეტის დაწერა და პირველად სიუჟეტზე ხმის დადება, უბრალოდ ძალიან მონდომებული ვიყავი და ვცდილობდი სწრაფად მესწავლა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ჟურნალისტიკა ჩემს პროფესიად იქცა. თუმცა, ახლა სხვა პროფესიაც მაქვს, პიარი ვარ. მაქვს ჩემი პიარ-კომპანია „სპიკა“ და ვცდილობ ჩემი ცოდნა და გამოცდილება კომპანიებისთვის წარმატების მიღწევაში გამოვიყენო.

თანამედროვე  ესთეტიკური მიღწევები „Solo Per Te“-სგან

#თაობა – Dr. Love: „ყველა ნამუშევარს თავისი მესიჯი აქვს, ამის გარეშე, უბრალოდ, დეკორი იქნებოდა”