in

გადაწყვიტეთ მშობლების ბედი! – “ნატახტარის” ლიმონათის ახალი სახე

განახლებული ნატახტარი

“ნატახტარის” ლიმონათის ახალი ინტერაქტიული რეკლამით მაყურებელს საშუალება აქვს თავად გადაწყვიტოს პერსონაჟების ბედი : ნახოს რა ელით მშობლებს, რომლებსაც ავიწყდებათ ბავშვებისათვის გამაგრილებელი სასმელის ყიდვა, ან პირიქით, სახლში “ნატახტარის” ლიმონათით ბრუნდებიან.

რეკლამა მხოლოდ ინტერნეტ სირვცისთვისაა განკუთვნილი და მომხმარებლების მაქსიმალურ ჩართულობას ისახავს მიზნად. “ნატახტარის” პიარ მენეჯერი ნინო სურმავა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, ძირითადი სამიზნე მშობლები იყვნენ.

ნინო სურმავა“გვინდოდა ჩვენი პროდუქტის ახალი სახე წარმოგვეჩინა და გვეჩვენებინა, რომ “ნატახტარის” ლიმონათის ყიდვა არის “გონივრული გადაწყვეტილება” და არასოდეს არ უნდა დაავიწყდეთ.

ვერ გეტყვით, რომ შესაძლებელია, ერთმა რგოლმა ქცევის განსაკუთრებული ცვლილება მოახდინოს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მაყურებლების ინტერესს გამოიწვევს. სტატისტიკაც უფრო მოგვიანებით გვექნება, თუმცა, ახლა რა გამოხმურებაც აქვს რგოლს, ძირითადად, დადებითი შეფასებებია”.

ვიდეო რგოლის იდეა, სიუჟეტი და კონცეფცია სარეკლამო კომპანია Adviser-ს ეკუთვნის. პროექტის მენეჯერი ქეთი ჩიხრაძე ამბობს, რომ მათთვის მთავარი ინოვაციური და საინტერესო პროდუქტის შექმნაა. შეიმუშავეს კონცეფცია, დაწერეს სცენარი და რეკლამის გადაღებული საცდელი ვარიანტით თანამშრობლობა კომპანია “ნატახტარს” თავად შესთავაზეს.

“ჩვენთვის მთავარია პროდუქცია იყოს ხარისხიანი. რეკლამა ყველა სეგმენტზეა გათვლილი – ბავშვებზე, მშობლებზე, ბებია-ბაბუებზე. გვინდოდა ყოფილიყო საინტერესო და სახალისო. მთავარი გზავნილი იყო, რომ “ნატახტარის” ლიმონათი არის ერთადერთი, რაც ბავშვებს უყვართ”.

ვატო ქავთარაძეპირველი, ვინც ქართულ სარეკლამო ბაზარზე ინტერაქტიული ვიდეო რგოლი დაამზადა, კომპანია “ვინდფორსი” იყო. მისი დამფუძნებელი ვატო ქავთარაძე ამბობს, რომ უკეთესია, რაც უფრო მეტი გამორჩეული ფორმატის რეკლამა იქნება. ეს კონკრეტული რგოლი, კი მისი აზრით, შესაძლოა, ზოგს მეტად მოეწონოს ზოგს ნაკლებად.

“ფორმატის თვალსაზირისით საინტერესოა და შინაარსობრივად გამოირჩევა. ინტერაქტიულ ვიდეოებს კონკრეტული აუდიტორია ჰყავს. უნდა იყოს ინტეგრირებული რაღაც კონკრეტული კამპანიიის ფარგლებში”.

Zura_Menteshashvili“მენთეშ პროდაქშენის” დამფუძნებელი, რეჟისორი ზურა მენთეშაშვილი კლიპის რეჟისურას, ოპერატორისა და მხატვრის ნამუშევარს დადებითად აფასებს, თუმცა  თვლის, რომ რგოლს გარკვეული სუსტი მხარეებიც აქვს.

“ შესრულებაში იყო სუსუსტე, თუმცა, ეს მხოლოდ ამ რეკლამის პრობლემა არ არის. ხშირად ხდება ხოლმე ჩვენთან, როცა არ გყოფნის ტექნიკური და ადამიანური რესურსი. პირადად მე , როგორც რეჟისორს, ფაქტურის სრულყოფილება დამაკლდა. ეს მაყურებლისთვის  შესაძლოა, მეათასე ხარისხოვანი იყოს. რაც შეეხება ზოგადად, იდეას ძალიან მომეწონა, რომ ერთი “კლიკით” თავად ირჩევ კლიპის ფინალს და ეს უნიკალურს ხდის. მაყურებლის ჩართულობა ძალიან კარგია და ახალია ჩვენთვის”.
პოპიაშვილი გიორგი

“საქიდეამშენის” დამფუძნებელი გიორგი პოპიაშვილი კი თვლის, რგოლი ხარისხიანად არის შესრულებული და ინტეგრირებული ფორმატის გამო მაყურებლისთვის უფრო საინტერესო და ეფექტურია. “თუმცა, ჩემთვის ამ ტექნოლოგიის გამოყენება სარეკლამო კომუნიკაციაში სიახლე არ არის, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რომ იგივე ტექნოლოგიის მიზნობრივად გამოყენება აღარ შეიძლება ან პლაგიატია.

ტექნოლოგიები და მეთოდები ყოველთვის მეორდება, მთავარია ტეკნოლოგიის ორიგინალურად და მიზნობრივად გამოყენება. ამ კამპანიის შემთხვევაში, ვფიქრობ  სუსტი მხარე სწორედ ტექნოლოგიის არამიზნობრივად გამოყენებაა, მაგალითისთვის კამპანიაში “Choose A Different Ending” (http://www.youtube.com/watch?v=JFVkzYDNJqo) ასეთივე ტექნოლოგიაა გამოყენებული. მაგრამ, ამ შემთხვევაში ის მჭიდრო კავშირშია კონცეფციასთან, ის თავად ახდენდა მთავარი მესიჯის კომუნიკაციას: “აიღებ დანას, ცუდად დაასრულებ, არ აიღებ – გადარჩები” .

“ნატახტარის” შემთხვევაში კი ეს მხოლოდ გართობის მიზნით არის “ჩამატებული”. არ მგონია, რადიკალურად დიდი სხვაობა იყოს ეფექტურობის თვალსაზრისით ამ კამპანიასა და სტანდარტულ სარეკლამო რგოლს შორის, სადაც უბრალოდ მშობლებს თავში საღებავით სავსე ბურთი ხვდებათ იმიტომ, რომ ლიმონათი არ მოიტანეს… რგოლი ახდენს კონცეფციის ვიზუალიზაციას, თვითონ ტექნოლოგია კი არ აძლიერებს მესიჯს. ამ რგოლს რომ ეს ინტერაქცია მოვაკლოთ, შესაძლოა, ნაკლებად სახალისო, მაგრამ მაინც იგივე დარჩება”.

დაფიქრდი სანამ დაპოსტავ!

Rory McLloroy-ი რობოტის წინააღმდეგ