in

რას ნიშნავს, იყო ყველაზე გაბედული მერცხალი — ნათელა გრიგალაშვილი „ზუმერის“ კამპანიაში

პირველ მერცხალს ხომ ხშირად სკეპტიკურად უყურებენ ხოლმე… ამის მიუხედავად, თავისი ჭიკჭიკით გაზაფხულის მოსვლას სწორედ ის გვამცნობს. ამ შთაგონებით შეიქმნა ზუმერის მორიგი გაბედული, ქალებისთვის მიძღვნილი კამპანია მთავარი გზავნილით „მოიყვანე გაზაფხული“. კამპანიის ფარგლებში, ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი გვიყვება საკუთარ გამოცდილებაზე, ხედვასა და პროფესიონალურ მიდგომაზე; ასევე, იხსენებს პირველ ფოტოგრაფ ქალს საქართველოდან — ნინო ჯორჯაძეს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის ფრონტის ხაზზე გაემგზავრა და მედპუნქტში დახმარების გარდა, სამი წლის განმავლობაში იღებდა ფოტოებს. მისი როლი ქართულ ფოტოგრაფიაში განუზომლად დიდია.

შთამაგონებელია თავად ნათელა გრიგალაშვილის შემოქმედება ქართულ თანამედროვე ფოტოგრაფიაში. ის მუდმივად მოგზაურობს და დოკუმენტურ ფოტოპროექტებს ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ მისმა ფოტოსერიამ LE PRIX ANDRÉE MOSER 2024-ის ჯილდო მიიღო. ნახეთ და გაეცანით ნათელა გრიგალაშვილის ამბავს.

ბუნებრივია, „პირველი მერცხლები“ უდიდეს მოტივაციად იქცევიან გარშემომყოფი ქალებისთვის — თითოეული მათგანი მთავარი ბიძგი და სტიმულია, რათა სხვებმაც თამამი ნაბიჯები გადადგან მიზნების მისაღწევად, რაღაც ახლის აღმოსაჩენად თუ შესაქმნელად. როგორც ნათელა გრიგალაშვილი აღნიშნავს, ასეთი ქალები ძალად, გამბედაობად და შთაგონებად გვევლინებიან…

[R]

რამდენიმე რჩევა პრეზენტაციის კარგად ჩასატარებლად

ვის ეკუთვნის პირველი ფოტო ისტორიაში?