in

ICRHOME-ში NATERIAL-ის გარე ავეჯის 1000 კვ.მ-იანი შოურუმი გაიხსნა

თბილი სეზონი ეზოებში, ტერასებსა თუ აივნებზე მოსვენების გამოც გვიყვარს. სუფთა ჰაერზე, კომფორტულად მოწყობილ სივრცეში კოქტეილით განტვირთვაც სასიამოვნოა და დისტანციურად მუშაობაც. თქვენ როგორ მოაწყობდით გარე სივრცეს? ან სად დაიწყებდით ძიებას, თუკი გარე ავეჯის შეძენა გსურთ? დღეს, გიამბობთ ფრანგულ ბრენდ NATERIAL-ზე, რომელიც საერთაშორისო კორპორაცია Le Roy Merlin-ის შვილობილია და საქართველოში გარე ავეჯის უდიდეს სივრცეს წარმოადგენს. კომპანია საცხოვრებელი სახლისა თუ სხვა ტიპის ექსტერიერისთვის ქმნის კომფორტს. NATERIAL-ს გამოარჩევს მრავალფეროვანი ასორტიმენტი, პრემიუმ, ფრანგული ხარისხი და დახვეწილი, ტრენდული დიზაინი. ბრენდის პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში. NATERIAL-ის უზარმაზარმა, 1000 კვ.მ-იანმა შოურუმმა ICRHOME-ის სივრცეში დაიდო ბინა, აღმაშენებლის ხეივნის #125-ში, ისეთ ბრენდებთან ერთად, როგორებიცაა: Laboratory My Home, Mobler Home, Kare, Mudo Concept, My Office და Sleep&Bed.

NATERIAL-ის შოურუმს პროდუქციის მრავალფეროვნება გამოარჩევს. აქ წარმოდგენილია გარე ავეჯის ფართო სპექტრი, სხვადასხვა სტილის, მასალისა თუ სპეციფიკაციის მიხედვით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოაწყოთ ბაღი, აივანი თუ ტერასა. ყოველი მოდელი თანამედროვე ტენდენციების მიხედვით იქმნება და მომხმარებელს პროდუქციის სასურველი კრიტერიუმით შერჩევის საშუალებას აძლევს.

გარე ავეჯის შერჩევისას, გემოვნებიანი დიზაინის გარდა, მნიშვნელოვანია ხარისხიც. თუკი თქვენც ამ კრიტერიუმებს ითვალისწინებთ შერჩევისას, NATERIAL-ში ამ მხრივაც მრავალფეროვანია არჩევანი. შოურუმში შეგიძლიათ დაათვალიეროთ როგორც ხისა და მეტალის კომბინაციით შექმნილი მოდელები, ასევე, ბუნებრივი რატანის, მეტალისა და ქსოვილის ზედაპირის პროდუქცია. მაღალი ხარისხისა და სპეციალურად დამუშავებული მასალის დამსახურებით, NATERIAL-ის პროდუქცია ნებისმიერ კლიმატურ პირობებზეა გათვლილი და უძლებს წვიმასაც, თოვლსაც და მწველ მზესაც.

NATERIAL-ის გარე ავეჯით შეგიძლიათ გემოვნებით მოაწყოთ როგორც სახლის, ასევე, რესტორნის, სასტუმროს თუ სხვა ტიპის სივრცეები. ამასთან, სურვილისამებრ, პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ როგორც ცალობით, ასევე, კომპლექტით.

 

[R]

სტეფანე გურგენიძე Amazon-ის გუნდს შეუერთდა!

„ბიონიკური მეთოდით“ წაკითხვას უფრო სწრაფად შეძლებთ