ჟურნალი National Geographic პირველად 1888 წელს გამოიცა. უკვე 130 წელია ჟურნალი გეოგრაფიით, ბუნებით, ისტორიით, მეცნიერებითა და კულტურით დაინტერესებული მკითხველებისთვის იქმნება. დიზაინი ყვითელი ჩარჩოთი, ყოველგვარი წარწერის გარეშეც მარტივად ასოცირდება საუკუნოვან ჟურნალთან. დღესდღეობით, National Geographic 35-ზე მეტ ენაზე გამოიცემა. ჟურნალის პირველი ქართული გამოცემა ზუსტად 6 წლის წინ დაიბეჭდა. ალბათ მაშინ, როდესაც 1918 წელს, National Geographic-ის საველე კორესპონდენტმა, მეინარდ ოუენ უილიამსმა საქართველოზე სტატია დაწერა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 100 წელის შემდეგ, ამ სტატიის ქართულად წაკითხვა შეეძლებოდა მკითხველს.
წელს, National Geographic საქართველოს 6 წელი შეუსრულდა. ჟურნალის ოქტომბრის ნომერი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ახალი ნომრის პრეზენტაცია 18 ოქტომბერს შედგება. ღონისძიება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება.