in

National Geographic საქართველო 5 წლისაა!

National Geographic საქართველომ 5 წლის იუბილე აღნიშნა, თუმცა ჟურნალის ისტორია დიდი ხნით ადრე იწყება, როდესაც National Geographic-ის პირველი ნომერი 1888 წლის ოქტომბერში დაიბეჭდა და თავიდან მიზნად საზოგადოების გეოგრაფიული თვალსაწიერის გაფართოებას ისახავდა.

BOG
BOG

 

„ჟურნალში, გეოგრაფიულ საკითხებთან დაკავშირებით, გამოქვეყნდება მემუარები, ესეები, ჩანაწერები, მიმოწერები, მიმოხილვები და ა.შ. იმდენად, რამდენადაც, ჟურნალი მხოლოდ საზოგადოების წევრებისთვის არ შექმნილა, ის ღიაა ნებისმიერი, გეოგრაფიით დაინტერესებული ადამიანისთვის, იმ იმედით, რომ შესაძლოა გახდეს ინტერკომუნიკაციის არხი, ხელი შეუწყოს გეოგრაფიულ კვლევას და გახდეს მისაღები მედიუმი კვლევის შედეგების გამოსაქვეყნებლად.“ – წერდა ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება პირველი ნომრის შესავალ სიტყვაში.

საკმაოდ მალე, ჟურნალის ინტერესის სფერო გაფართოვდა და მეცნიერების ფაქტობრივად ყველა დარგი მოიცვა. თუმცა, მისი მთავარი მიზანი – გაავრცელოს ცოდნა ჩვენი პლანეტის შესახებ უცვლელია და რაც მთავარია, ის ნამდვილად არის ინტერკომუნიკაციის ნომერ პირველი არხი მსოფლიოში. 2012 წლის ოქტომბერში საქართველო National Geographic-ის დიდი ოჯახის ნაწილი გახდა.

National Geographic საქართველოს დაკვეთით:

რეჟისორი – გიორგი გაფრინდაშვილი

ოპერატორი – ლევან ლეკიაშვილი

მონტაჟი – გიორგი გაფრინდაშვილი

გრაფიკა – გელა არჯევნიშვილი

ოსკაროსანი ჯორჯ კლუნის რეჟისურით შექმნილი ვიდეორგოლი Nespresso-სთვის

რომელი ჯობია – iPhone 8, iPhone 8 Plus თუ iPhone X ?!