in ,

“National Geographic საქართველოს” პირველი ფოტოკონკურსის შედეგები ცნობილია!

National Geographic საქართველოს პირველი ფოტოკონკურსი Yourshot, რომელიც სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა და სამი გამარჯვებული გამოვლინდა. კონკურსანტებს ურბანულ გარემოში მათი თვალით დანახული სიცოცხლე უნდა გაეზიარებინათ.

 

I – ადგილი გამოავლინა ჟიურიმ, რომელიც დაკომპლექტებულია National Geographic-ის სათაო ოფისისა და National Geographic საქართველოს წარმომადგენლებით. გამარჯვებულია და მიანე (ნიკა ფაილოძე).

(პრიზი – 1000 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად)

II – ადგილი – ამერიკელი და ქართველი არტ-რედაქტორების რჩეული – დავით თაბაგარი.

(პრიზი – 800 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად)

III – ხალხის რჩეული – ლაშა ფირცხალაიშვილი.

(პრიზი 600 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად)

„ბუნება ყოვლეთვის ავსებს თუნდაც ისეთ პატარა, ცარიელ ადგილს, როგორიცაა მანძილი რკინიგზის ხაზებს შორის, მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ სივრცეში. ადამიანის სული მუდამ ესწრაფვის სიმწვანეს და ფოტოგრაფმა შეძლო აესახა მუდმივი განახლებისკენ სწრაფვა საინტერესო და განსხვავებული კომპოზიციით. მან შეძლო ადამიანის ემოციური მდგომარეობის პორტრეტის შექმნა“, – დარენ სმითი, დირექტორის მოადგილე, National Geographic-ის საერთაშორისო გამოცემების რედაქცია, Yourshot საქართველოს ჟიურის თავმჯდომარე.

სხვა მონაწილეების ფოტო http://yourshot.nationalgeographic.ge/ 

Cannes Lions launches The Work

„გვინდა, Youtube არხის გამოწერის კულტურა დავამკვიდროთ!“ – Family Zone ქართული ვიდეობლოგებით