in

ნათია ბარაბაძე – #პირველისამსახური

სტუდენტობისას, ძალიან მინდოდა მუშაობის დაწყება. მგონი ყველა ბანკში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ვარ ტესტირებაზე ნამყოფი. გასაუბრებაზე მიწუნებდნენ – რომ გაიზრდები, მერე მოდიო. დღევანდელი გადმოსახედიდან, 17 წლის საკუთარ თავს ვურჩევდი, სტუნდენტობით დამტკბარიყო.

სტუდენტურ პროგრამებსა და უხელფასო სტაჟირებებს თუ არ ჩავთვლით, ჩემი პირველი ნამდვილი სამსახური ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო. ანაზღაურებადი 4-თვიანი სტაჟირების შემდეგ, კრედიტ-ოფიცრის პოზიციაზე დამიტოვეს. მაშინ, 20 წლის ვიყავი. ძალიან კარგი გარემო დამხვდა, სტაჟირების პერიოდში ძირითადად ვერთობოდი, სხვებს დავყვებოდი ვიზიტებზე და ფორმების შევსებაში ვეხმარებოდი, საკუთარი პორტფოლიო არ მქონდა, სანერვიულოც არაფერი იყო.

როცა შტატში ჩამსვეს და გეგმა მომცეს, მივხვდი, ამ საქმის კეთება საშინლად არ მომწონდა, მსტრესავდა. მე კიდევ უგულოდ საქმის კეთება არ შემიძლია. გადაწყვეტილების მიღება თითქოს არ გამიჭირდა, მაგრამ უფროსთან რომ შევედი, მივდივარ-მეთქი, ცრემლები წამსკდა. ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რაც მიმიღია. რომ დავრჩენილიყავი, არ ვიცი სად ვიქნებოდი დღეს. მას შემდეგ შვიდი სამსახური გამოვიცვალე და ამ დროისთვის, თიბისის DevRel – დეველოპერებთან ურთიერთობის სპეციალისტი ვარ.

ნათია ბარაბაძე – თიბისის დეველოპერებთან ურთიერთობის სპეციალისტი.

ბიზნეს დაჯილდოება 2021-ის ფინალისტები ნომინაციაში “გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის”

“მაროს სახელით“ გენდერული თანასწორობისთვის – გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და Avon-ის ერთობლივი კამპანია