in

„სტამბას“, „რუმს თბილისსა“ და „ლოლიტას“ ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს

აჭარა ჯგუფში შემავალ ბრენდებს ერთი საერთო რამ ახასიათებს – სტუმარმასპინძლობისა და სარესტორნო სფეროებში კომპანია ახალ კულტურასა და ტენდენციებს ამკვიდრებს.

ნათია ჩიკვილაძე სასტუმროების: „სტამბა“, „რუმს თბილისი“ და რესტორან „ლოლიტას“ გენერალური მენეჯერი გახდა და საკუთარ კარიერულ გამოცდილებაზე თავადვე გვიყვება:

ნათია ჩიკვილაძე: 2013 წლიდან, საქართვლოში სხვადასხვა დიდი თუ საშუალო ქართული და საერთაშიროსო F&B (Food & Beverage) პროექტის წარმატებულად განხორციელების შემდგომ, 2015 წელს აჭარა ჯგუფს შემოვუერთდი, საკვებისა და სასმელების დეპარტამენტის დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე. აჭარა ჯგუფმა მომცა უწყვეტი კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, რის შედეგადაც რამდენიმე პოზიციური ცვლილება გავიარე.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში მცირე სამუშაო პაუზაც მქონდა, რადგან გადავწყვიტე, ცოდნა გამეღრმავებინა და მაგისტრატურაზე გერმანიაში ვისწავლე – ლიდერობისა და მენეჯმენტის პროგრამაზე. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ ისევ აჭარა ჯგუფს დავუბრუნდი, რადგან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემი და კომპანიის ღირებულებები თანხვედრაშია.

აჭარა ჯგუფში შემავალ ბრენდებს ერთი საერთო რამ ახასიათებს – სტუმარმასპინძლობისა და სარესტორნო სფეროებში კომპანია ახალ კულტურასა და ტენდენციებს ამკვიდრებს, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ინდუსტრიაში. დღეს სწორედ ასეთ ბრენდებს, Stamba Hotel, Rooms Hotel Tbilisi და Lolita-ს ვხელმძღვანელობ მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად და ჩვენ ვაპირებთ, ახალი ხედვით ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს.

დღესდღეობით, როდესაც ტრენდები ესპრესოს დალევის სიჩქარით იცვლება, მნიშვნელოვანია, რომ შენ იყო ის, ვინც ამ ტრენდებს ქმნის და არა ის, ვინც მათ მიჰყვება. ამისათვის, ჩვენ მუდმივად გვიდევს ხელი მსოფლიო მოვლენების პულსზე, შედეგად კი, უზრუნველვყოფთ, რომ სტუმრებისთვის თბილისი „ახალი გაჩერება“ იყოს, რომელიც მათ ყოველი ვიზიტისას სიახლეს სთავზობს, თბილისელებისთვის კი ქალაქი, რომელიც არასდროს ჩერდება.

ცხადია, ეს ყველაფერი პანდემიამ დროებით შეაჩერა, თუმცა ალბათ ბევრმა ჩვენგანმა გამოცდილებით ვიცით, რომ რაც უფრო მწარეა გამოწვევა, მით უფრო ტკბილია მასთან გამკლავება.

დღეს, ჩვენმა ინდუსტრიამ გამოიღვიძა და მზად არის, კვლავ უზრუნველყოს მშვიდი ძილი სტუმრებისთვის.

ანტარქტიდაზე ტბა მოულოდნელად გაქრა!

ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში 100-ზე მეტი შავი ხვრელის უზარმაზარი კოლექცია აღმოაჩინეს!