პირველი სამსახური 16 წლის ასაკში დავიწყე. ჟურნალისტიკაზე ვაბარებდი და მაშინდელ პირველ არხზე მოვხვდი შტატგარეშე კორესპონდენტად. სხვა ტელევიზიები არც არსებობდნენ. მაშინდელ ტელევიზიაში ჩემი ასაკის ფაქტობრივად არავინ იყო და ეს ყველაზე მეტად მაშინებდა, მაგრამ სამაგიეროდ სამუშაო გარემო იყო საოცარი და ჯადოსნური. გუნდმა, სადაც მოვხვდი, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სწორად გამეგო სად და როგორ მესწავლა, რამხელა პასუხისმგებლობა იყო იქ მუშაობა პატარა გოგოსთვის. ტელევიზიაში გატარებული წლები იყო შემეცნების, ძიების და საკომუნიკაციო უნარების გამომუშავების საუკეთესო სკოლა.
შემდეგ დაიწყო სხვა ეტაპი მარკეტინგული კომუნიკაცია და ბრენდინგი. როცა სამსახური და საქმე ხდება ცოცხალი ორგანიზმი და შენი ნაწილი, გჯერა მისი შესაძლებლობების და მონაწილეობ მის განვითარებაში – ალბათ, ესაა მთავარი. ვერ ვხვდებოდი როგორ შეიძლება ოფისში რუტინული მუშაობა არ მოგბეზრდეს, მაგრამ აქაც გამიმართლა. აღმოვაჩინე, რომ ეს სფერო პირველი სამსახურის გამოცდილება მომავალი კარიერისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა განმსაზღვრელი. დაბრკოლებები მხოლოდ ამოცანის ამოხსნაა, უნდა შეძლო ახალი ხერხის პოვნა და შემდეგ უმტკივნეულოდ გადალახვა. ნათია ხვედელიძე – კომპანია “სილქნეტი”, ბრენდინგისა და მარკეტინგული კომუნიკაციის განყოფილების უფროსი.