პირველი სამსახური 2002 წელს დავიწყე. მახსოვს, იყო ზაფხული, დამირეკა ახლობელმა, რომელმაც მითხრა, რომ პირველ არხზე ვაკანსია იყო და ეძებდნენ ახალგაზრდა კრეატიულ რეჟისორს, სასურველი იყო, სცოდნოდა ინგლისური ენა. მე ვცადე და ჩემი კანდიდატურა მოიწონეს. აი, ასე მოვხვდი პირველ არხზე, სადაც ოთხი წელი ვიმუშავე ანონსების რეჟიოსრად და ქოფირაითერად. მაშინ ტელევიზიაში მუშაობის დაწყება ალბათ საუკეთსო გამოსავალი იყო ჩემთვის, როგორც კინო-ტელე რეჟისორისთვის. ქართული კინო არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო და ახალგაზრდა რეჟისორისთვის თითქმის შეუძლებელი იყო ფილმის გადაღება, თუ არ ჩავთვლით მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებს, რომლებითაც მე და ჩემი მეგობრები ჩვენივე ძალებით ვცდილობდით დაგვემტკიცებინა, რომ დაბალი ბიუჯეტითაც შეიძლებოდა კინოს გადაღება. რთული აღმოჩნდა ტელევიზიაში მუშაობის ბოლო წელი, როდესაც შეიცვალა მენეჯმენტი და თანამშრომლებს ერთთვიან ხელშეკრულებებს უფორმებდნენ. ყოველი თვის ბოლო იყო მოლოდინი, თუ ვინ გამოაკლდებოდა ჩვენს გუნდს. მახსოვს, ტელევიზიის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გამოგვიცხადა, რომ თანამშრომლებს უნდა მიგვეღო მონაწილეობა კონკურსში და ვყოფილიყავით ერთმანეთის კონკურენტები. პირველ ოთხეულში მოხვედრილი რეჟისორები შევინარჩუნებით სამსახურს. ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი და ეს იყო გუნდური მუშაობა ყველა-ყველასთვის, ვიყავით ერთმანეთის სცენარისტები, მხატვრები, ოპერატორები…
დგება დრო, როდესაც გვინდა ცვლილება – ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს აქტიურად ჩავერთვებოდი საზოგადოებრივ ცხვოვრებაში. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ჩემი არჩევანი ხელოვნების სფერო იყო, შემდეგ დაემატა ხელოვნებათმცოდნეობა, მარკეტინგი და კომუნიკაციები.
დღეს ვმუშაობ სამეცნიერო ნაშრომებზე, ვკითხულობ ლექციებს და ვარ თავმჯდომარე “მეწარმე ქათალთა საბჭოს საქართველოში”. ეს არის სივრცე, სადაც მოხდა მიზნების შერწყმა სურვილების, ემოციებისა, და ხედვების. ეს არის ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებლები არიან მეწარმე ქალები სხვადასხვა სფეროდან მათ შორის, ხელოვნების სფეროდანაც. ორგანიზაცია აერთიანებს ქალებს საერთო სურვილით – მხარი დაუჭირონ ერთმანეთის.