in

ნათია სვანიძე – #პირველისამსახური


ჩემი პირველი სამსახური იყო 18 წლის ასაკში ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანზიაციაგელინო”, რომლის მიზანი ტაოკლარჯეთის და ზოგადად ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მათზე ზრუნვა იყო. ფონდის ფუქნციონირების იდეა კი კომერციული საქმიანობებით არაკომერციული მიზნების დაფინანსება გახდათავისუფალი უნივერსიტეტის მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც მონაწილეობა მივიღე კახა ბენდუქიძის მიერ მოწყობილ ტაოკლარჯეთის სამეცნიერო ექსპედიციაშიმე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ტაოკლარჯეთით იმდენად აღვფრთოვანდით, რომ ჩვენი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე (ყველა ESM-ის სტუდენტები ვიყავით) გაცილებით მეტის გაკეთება ვისურვეთ, ვიდრე სამეცნიერო კვლევა იყო. ჩვენ გვინდოდა, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გაეგო ამ მხარის კულტურული, არქიტექტურული თუ ისტორიული ფასეულობების შესახებ, გვებრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, შეგვეკრიბა სტუდენტები, წაგვეყვანა ტაოკლარჯეთში და ადგილზე ჩაგვეტარებინა დახმარებითი სამუშაოები, როგორიც იყო, მაგალითად, ძეგლების მიმდებარე ტერიტორიების გაწმენდადასუფთავება და არსებული მდგომარეობის ფოტოებზე აღბეჭდვაფონდის დაარსების ინსპირაციაც სწორედ აქედან წამოვიდა, რასაც მოჰყვა არაერთი  პროექტი.

ჩვენ ვსწავლობდით ბიზნესის ფაკულტეტზე, ამიტომ არ გვინდოდა ვყოფილიყავით ორგანზიაცია, რომელიც იცოცხლებდა მხოლოდ შემოწირულობებით ან გრანტებით, არამედ გვქონდა სურვილი, შეგვექმნა დამატებითი სარგებელიპროდუქტი/სერვისი, გაგვეყიდა და შემოსული თანხა გადაგვერიცხა ფონდში. სწორედ ამიტომ, თანხის პირველი მობილიზებისთვის გადავწყვიტეთ ფილარმონიაში გაგვემართა კონცერტი.

ძალიან რთული აღმოჩნდა ადამიანების დარწმუნება, რომ გამოგვყოლოდნენ, როდესაც არც  რეპუტაცია გვქონდა, არც სახელი, არც სტატუსი, არც გამოცდილება და არც რაიმე კონტაქტი გაგვაჩნდა. ვმუშაობდით 24/7-ზე, იყო გადაბმული ღამეების თენება, დილით შეხვედრებზე ვისხედით სხვადასხვა დიდ კომპანიაში სასპონსორო პაკეტებით, საღამოს კი ქუჩაში ვიდექითბილეთებს ვყიდდით. გვიწევდა ლექციების გაცდენავმუშაობდით პროგრამაზე  პარალელურად ბევრ სხავადსხვა არტისტთან, დავდიოდით ტელევიზიებში, რადიოებში, ყველასთთვის ვცდილობდით მიგვეწვდინა ხმა, ასე გაგრძელდა გადაბმულად 3 თვე. ბოლოს ფილარმონია გავავსეთ.

ამჟამად ვმუშაობ თიბისი ბანკის ბიზნესების მომსახურების მიმართულებაში და გუნდთან ერთად მიმყავს ბიზნესის მხარდამჭერი პროექტები, როგორიცაა: ბიზნესდაჯილდოება, სტარტაპერი, ტრენინგების და მასტერ-კლასების კურსები ბიზნესებისთვის, საკონსულტაციო მომსახურება ბიზნესებისთვის, ონლაინ ბიზნეს ჰაბი და სხვა.

ოჯახის ახალი წევრი და პოტენციური მეტოქე – B&Q–ს ძალიან თბილი ვიდეორგოლი

დედის ლამაზი წითელი კაბა, ნამდვილი შთაგონება პატარა გოგონასთვის – Allegro–ს თბილი ვიდეორგოლი