in

თეგეტა მოტორსის სტრატეგიულ კომუნიკაციებს ნათიკა ბერძული უხელმძღვანელებს

თეგეტა მოტორსის სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდს, ხელმძღვანელის პოზიციაზე, ნათიკა ბერძული შეუერთდა. თეგეტა მოტორსში ის ევროპაბეთიდან გადავიდა, სადაც  საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მენეჯერის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, 5 წელი მუშაობდა სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგში მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.

მისი კარიერა კომუნიკაციებში ტელევიზიიდან დაიწყო. 2009 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია იმედში, შემდეგ კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე. სხვადასხვა დროს იყო საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტი და გადაცემების წამყვანი.

ნათიკა ბერძული:

 “2021 წელი თეგეტა ჰოლდინგისთვის ტრანსფორმაციის წელია. მას აქვს ამბიცია, იყოს ნომერ პირველი ავტო ინდუსტრიაში რეგიონის და ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელი ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევაა ამ პროცესში მონაწილეობა. 

რაც შეეხება ხედვას, ჩემი ფორმულა ასეთია – თეგეტა = ადამიანებს.

ბოლო მონაცემებით, თეგეტა ქვეყნის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიების ხუთეულშია. ამ დიდი ბიზნეს მიღწევების მიღმა კი არიან ადამიანები, რომლებიც წლებია, ქმნიან და ავითარებენ ახალ სტანდარტს ინდუსტრიაში. მათი ექსპერტიზის ხაზგასმა და კომპანიის შიდა კომუნიკაციის გაძლიერება ჩემი გუნდისთვის პრიორიტეტი იქნება.

პირველ საქმიან შეხვედრაზე ძირითადად მსმენელის როლში აღმოვჩნდი, თითქოს ბევრი რამ გამეგო თეგეტა მოტორსზე, თუმცა ჩემთვის აღმოჩენა იყო არაერთი მასშტაბური, საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტი, რომელსაც კომპანია ახორციელებს. კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტები და მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირება ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება.”

მომხმარებლებმა ყოველთვის უნდა იცოდნენ, როდის და რატომ ზრდის კომპანია ფასებს

მოდი, აღვადგინოთ! – VVINE-ის კამპანია