in

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა, შარშანდელთან შედარებით, გაიზარდა

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა, 2018 წლის სექტემბერში, 5.6 %-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ პერიოდში, ქვეყანაში გამოგზავნილი თანხა, 131.3 მლნ აშშ დოლარია (342.7 მლნ ლარი). მათივე თქმით, 2017 წლის სექტემბერში, იგივე მაჩვენებელი 5.6% -ით ნაკლები (6.9 მლნ აშშ დოლარით ნაკლები) იყო.

ქვეყანაში ფულადი გზავნილების 92.9% იტალიიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კვიპროსიდან, რუსეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ყირგიზეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან შემოვიდა.

Louis Vuitton-ის კამპანია, ალისია ვიკანდერის მონაწილეობით!

რომანოვების სასახლისა და ლიკანის კომპლექსის რეაბილიტაცია 3 წელიწადში დასრულდება