ბავშვებთან საუბარი იმიტომ არის საოცარი, რომ თითქმის არასდროს იცი, შენ მიერ დასმულ კითხვაზე რას გიპასუხებენ.
და ზუსტად ამ მოსაზრების დასტურია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ვიდეორგოლებიც, სადაც თანამშრომლების შვილები პასუხობენ და ხსნიან ისეთ ტერმინებს, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობასთანაა დაკავშირებული:
რა არის ეკონომიკა? რა არის სტაბილურობა? რა არის რეზერვები? რა არის ბანკი? რა არის ეროვნული ბანკი?
ნახეთ კამპანიის პირველი ნაწილი:












