in ,

რებრენდინგი და ექსპორტი! რა სიახლეები აქვს “ნაციონალურ დელიკატესს”?

ნაციონალური დელიკატესი“ (ND), რომელიც დატვირთული ყოველდღიურობითაა ინსპირირებული, ჩვენი მკითხველისთვის უკვე ნაცნობია. მოგეხსენებათ, კომპანია შეფუთულ მზა საკვებს 2017 წლიდან აწარმოებს მათთვის, ვისაც არ აქვს მზადების დრო და მარკეტის თაროებზე უკვე გამზადებულ პროდუქტს ეძებს, ხოლო მარტივი სლოგანი “სადილი 2 წუთში” პირდაპირ მიუთითებს, რომ გემრიელად დანაყრება არცთუ ისე რთული ამოცანაა. ჩვენი ინტერვიუდან 1 წლის მანძილზე, “ნაციონალურმა დელიკატესმა” განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა: შეცვალა პროდუქციის ასორტიმენტი, დაამატა სამარხვო და ვეგეტარიანული კერძები, განახორციელა რებრენდინგი, დაიწყო ზრუნვა ექსპორტზე და ა.შ. სიახლეების შესახებ დაწვრილებით “ნაციონალური დელიკატესის” მარკეტინგის მენეჯერს, ქეთევან ქელეხსაშვილს, ვესაუბრეთ.

bog
bog-mob

 

M: რა ეტაპზეა ახლა “ნაციონალური დელიკატესი”, რამ მიზანი აქვს რებრენდინგს, რომელიც განახორციელეთ? სახელდობრ, რამ განაპირობა ასეთი ცვლილებები?

რებრენდინგის შემდეგ, უფრო სოლიდურად და თანამედროვედ გამოიყურება კომპანიის ლოგოც და პროდუქციაც. ადვილად შესამჩნევი და დასამახსოვრებელი გახდა მომხმარებლისთვის, რაც ბრენდის ცნობადობის გაზრდაში გვეხმარება. განვითარების ერთი ეტაპი გავიარეთ, რამაც დაგვანახა, რა პრობლემები გვქონდა, შევისწავლეთ მომხმარებლის მოთხოვნები და ახლებურად წარვდექით ბაზარზე. შეცვლილი დიზაინი გაცილებით დახვეწილი და თვალშისაცემია, რომელზეც იმუშავა სააგენტომ HOLMES & WATSON.

 

M: ასორტიმენტში ცვლილებებია. რა დაემატა ან გამოაკლდა?

ბრინჯი ძროხის ხორცით, ლობიო ლორით, ქათმის ჩახოხბილი, ლობიო, სუპხარჩო, ბროკოლისა და სიმინდის სუპი, აჯაფსანდალი და სოკო ტარხუნით – ეს არის ასორტიმენტი, რომელსაც ამ ეტაპზე სთავაზობს კომპანია ქართულ ბაზარს. გამოაკლდა პროდუქტები, რომლებიც ვერ მიიღო მომხმარებელმა, კერძოდ, ბორში და ბრინჯის რამდენიმე პროდუქტი. ამავე დროს, სისტემატიურად ვმუშაობთ ასორტიმეტის გაზრდასა და სიახლეების დანერგვაზე. გამოცდილებიდან გამომდინარე, აღმოვაჩინეთ გარკვეული საჭიროებები და მოთხოვნები ქართველი მომხმარებლებისგან, რომელიც ამ ეტაპზე განვახორციელეთ. დავამატეთ ვეგეტარიანული კერძები, რომელიც მოთხოვნადია განსაკუთრებით მარხვის პერიოდში.

M: ხომ არ შეიცვალა ან გაიზარდა სამიზნე სეგმენტი?

სამიზნე აუდიტორია არ შეცვლილა, მაგრამ ნამდვილად გაიზარდა. ჩვენს დროში ძალიან მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი, ჩვენც ვცდილობთ და ვეხმარებით ადამიანებს, რომ დროის მინიმალური დანახარჯით მიირთვან 100%-ით ნატურალური კერძები. პროდუქტი გათვლილია იმ ადამიანებზე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი და ჯანსაღი კვება. ასევე, ჩვენი პროდუქტი განსაკუთრებით მოსახერხებელი და კომფორტულია ტურისტებისთვის, მოლაშქრეებისთვის, ბანაკებისა და მსგავსი აქტივობებისთვის.

M: სად და როგორ ხორციელდება ექსპორტი?

უნდა აღინიშნოს ძალიან დიდი ინტერესი ჩვენი პროდუქტების მიმართ სხვადასხვა ქვეყნებიდან, რაც უკვე პარტნიორობაში გადაიზარდა. ჩვენი პროდუქცია უკვე ექსპორტზე გავიდა და იყიდება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთსა და ყაზახეთში. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანასთან.

M: ქართულ ბაზარზე სად შეიძლება “ნაციონალური დელიკატესის” პროდუქტის შეძენა?

საქართველოში ჩვენი პროდუქტების შეძენა შესაძლებელია “გუდვილის”, “კარფურის”, “ფრესკოს”, “სპარისა” და “ზღაპარის” ქსელში. ასევე, უბნის მარკეტებში: “მხოლოდ ქართული”, “ნატურალი”, “ბეარ ლენდი”, “ბარაქა”, “ლუქსი” და ა.შ.

[R]

მოერიე „ფცხის“ – გაზაფხულობით, გაუგებარ საკონტაქტო ენას – GPC-ს ვიდეორგოლი

შენ შეგიძლია, გახდე საქართველოს ბანკის ლოგოს ნაწილი!