in

26 ოქტომბერს! ხმის მიცემის შემდეგ, წარადგინე მარკირება და უფასოდ გაერთე კაფეებში, ბარებსა და კლუბებში!

არჩევანი შენია! After Party-ც შენი.

26 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ბარები, კაფეები და კლუბები გააღებენ კარს და უფასოდ მიიღებენ მათ, ვინც მოქალაქეობრივი ვალი პირნათლად მოიხადა და ხმის მისაცემად მივიდა. ბარებში, კაფეებსა და კლუბებში შესვლისას აუცილებელია საარჩევნო მარკირების წარდგენა. ეს იქნება ერთი დიდი ეროვნული წვეულება, სახელწოდებით National Election After Party, მეტი სიმარტივისთვის – Neap.

არჩევნებზე მისული მოქალაქეების Neap-ზე გამასპინძლების სურვილი ბევრმა დაწესებულებამ გამოთქვა. საღამოს 8 საათიდან, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურება, მარკირების შესამოწმებლად UV ფარნებით ხელში შეგებებიან საქართველოს ქალაქებში:

თბილისში – აპრილში, მეობაში, Left Bank-ში, Mutant Radio-ში, დედა ენის ბარში, თონეში, მტკვარზე, ხიდში, ორივე მულენ ელექტრიკში, Love Bar-ში, 8000 მოსავალის ყველა ფილიალში, კამორაში, Pluto Record-ში, Plus One-ში, თბილ ორგიაში, ცეხში, Pub 44-ში, წიბახას სამაგიდო თამაშების კლუბში, ფანჯარაში; რუსთავის პროფესიოში;

ქუთაისში – Barიერსა და ზიარში.

ზუგდიდში – ბჟამინოლსა და მეგობარში.

ბათუმში – ადგილში, ფანჯარაში, 8000 მოსავალსა და ცირკში (LIOwithILA-ს კონცერტი).

თელავში – ბადიაში (ჯგუფი „ყველას“ კონცერტი), Playroom-სა და ძველ თელავში.

Neap საქართველოს საზღვრებს გაცდა და ემიგრანტებისთვისაც გააღებს კარს ბერლინში – 8000 მოსავალსა და ლურჯ მელაში, პრაღაში – დერგში და მადრიდში – Munchies by Foodgodess-ში.

ამ დაწესებულებებში შესვლა უფასო იქნება და ე.წ. welcome drink-ითაც გაგიმასპინძლდებიან.

სანამ გიამბობთ, თუ როგორ შეიქმნა Neap კამპანია და რა მასშტაბი მოიცვა, გეტყვით, რომ თუ კამპანიაში ჩართვა გსურთ (ბარებს, კაფეებს, კლუბებს), ჯერ კიდევ არ არის გვიან!

Neap მასშტაბური კამპანიის ნაწილია, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ახალგაზრდების არჩევნებში მონაწილეობის გაზრდას ისახავს მიზნად. დეტალებზე კამპანიის კრეატივ დირექტორი ნინო გორდელაძე გვესაუბრა.

M: ნინო, როგორ დააკავშირა შემოქმედებითმა ჯგუფმა გართობა არჩევნებთან? როგორ წაახალისებს ეს ახალგაზრდების არჩევნებში ჩართულობას?

ნინო გორდელაძე: „ესაა მასშტაბური კამპანია „არჩევანი შენია“. პროექტზე ფიქრი გასულ წელს დავიწყეთ. მიზნად ზეტ თაობის არჩევნებზე მისვლისკენ წახალისება დავისახეთ – მათი, ვინც პირველად ან მეორედ იღებს მონაწილეობას. სამიზნე სეგმენტი ავირჩიეთ კვლევიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც არჩევნებზე მისვლა არ ითვლება პოპულარულ ქმედებად. ამ მიზნით, გადავწყვიტეთ აგვეღო აქტივობის ნაწილი იქიდან, რაც ახალგაზრდებს უყვართ და გადმოგვეტანა იქ, სადაც მათი ყურადღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასეთი აქტივობა კი ბარებსა და კლუბებში სიარულია. ვფიქრობდით, რა საერთო მოგვეძებნა არჩევნებსა და კლუბში წასვლას შორის და გაგვახსენდა ერთი მხრივ, ბეჭდები, რაც შესასვლელად გვჭირდება ხოლმე, მეორე მხრივ – მარკირება არჩევნებზე. ასე დაიბადა National Election After Party-ის იდეა. 8 საათზე, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურება, 30-მდე ვენიუ უმასპინძლებს პასუხისმგებლიან მოქალაქეებს.“

„თავიდან, Tbilisi Open Air-ზე გამოვჩნდით. იქ გვქონდა სტენდი, სადაც „პოლიტიკური კომპასიდან“ ვუსვამდით კითხვებს მონაწილეებს. პასუხების მიხედვით, იწყობდნენ მძივებს და მთლიანობაში, სახალისო აქტივობა გამოვიდა. შემდეგ, იყო სიმღერა“.

პროექტი დაიწყო ამ სიმღერით, რომელიც ჯგუფ „არასთან“ ერთად ჩაიწერა, ზუსტად ისეთია, როგორიც თავად სამიზნე აუდიტორია.

შემდეგ, მარტივად გასაგები პრინციპით შეიქმნა ვიდეოინსტრუქცია, რომელიც გვიყვება სრულ პროცესზე საარჩევნო უბანზე მისვლიდან ხმის მიცემის ჩათვლით. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მსგავსი შინაარსის კონტენტი ეთნიკური უმცირესობებისთვისა და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვისაც შეიქმნა.

M: ნინო, როგორც თქვი, პროექტს ორი მიმართულება ჰქონდა – ინფორმაციული და გასართობი. გართობის ნაწილზე უკვე ვისაუბრეთ, როგორ შემუშავდა კამპანიის საინფორმაციო ნაწილი?

ჩვენი მიზანი იყო აუდიტორიისთვის აგვეხსნა ის ინფორმაცია, რაც არჩევნებთან დაკავშირებით უნდა იცოდნენ – რას ნიშნავს პროპორციული არჩევნები, როგორია ელექტრონული პროცედურები, საარჩევნო უბანზე რა ეტაპების გავლა უწევს და ა.შ. ვეხმარებოდით საკუთარი არქეტიპის გარკვევაში. სპეციალურად ახალგაზრდებისთვის პლიტიკური ID ქვიზი შეიქმნა, რომელიც 4 არქეტიპს აერთიანებს და ეკონომიკური და კულტურული იდეოლოგიების მიხედვით ყოფს. ქვიზმა დიდი ინტერესი გამოიწვია და რამდენიმე ცნობილი ადამიანის ჩართულობით კიდევ უფრო პოპულარული გახდა, მათ შორის, თორნიკე გოგრიჭიანის, თათო ქარჩავასი, Eleniko Fox, Mandrein, Bookrecius.

M: თამაში როგორ ჩართეთ კამპანიაში?

„ცესკოს“ აქვს თამაში, რომელსაც ჰყავს თავისი მასკოტი და მისი დახმარებით აძლევ ხმას. ამ ნაწილში სტრიმერები ჩავრთეთ, რომლებმაც თამაშის სტრიმში მაყურებლები რეგიონებიდან ჩართეს. ძალიან საჭირო სეგმენტზე გავედით. 1,200,000 გვაქვს reach – გავცდით აუდიტორიის სამიზნე ნაწილს.

M: აქტივობა TikTok-ზეც გქონდათ…

მივხვდით, რომ ამ მიმართულებითაც გვჭირდებოდა აქტიურობა. ამ მიზნით, დავამზადეთ მერჩები და ინფლუენსერებს გავუგზავნეთ. ძალიან პოპულარული აღმოჩნდა სახაჭაპურეში პროპორციული არჩევნების ახსნის ვიდეო. ჩვენთვის ასეთი განმარტება ყველაზე ბუნებრივია.

M: როგორია მოლოდინი Neap-თან დაკავშირებით?

მოლოდინი მართლა ძალიან კარგია. გარდა იმისა, რომ დიდი აუდიტორია ჩაერთო მთელ ამ პროცესში, Neap-ის იდეა ბევრმა გადააკოპირა და სხვადასხვა ადგილას აწყობენ წვეულებებს, საარჩევნო საათების დასრულების შემდეგ. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ იდეა წარმატებულია. ძალიან აქტიურად არიან ჩართულები თავად ის დაწესებულებები, რომლებიც Neap-ის სტუმრებს უმასპინძლებენ. ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია. ვფიქრობთ, ეს იქნება საყოველთაო ზეიმი.

Credits:
Mimosas & The Freelance Team:
Head Strategist – Mariam Chkhaidze
Creative Director – Nino Gordeladze
Head of Design – Natia Kvaratskhelia
Executive Creative Director – Mari Sukhishvili
Senior Designer – Tata Megrelishvili
Producer – Nata Managadze
Financial Manager – Sopo Kechkhoshvili
Accountant – Salome Gordeladze
Account Manager – Taso Japaridze
Client Service Manager – Mariam Chkhaidze
Digital Communication Strategist – Nato Belkania
Head of Advertising – Natia Zarnadze
Community Manager – Nino Doghonadze
Senior Copywriter – Kristina (Dudey) Avsarkisova
Copywriter – Nutsa Ninua
Designer – Tamar Oniani
Motion Designer – Giorgi Borchkhadze
Venue Coordinator – Tamara Buiglishvili
Partners Coordinator – Salome Arshba
Production Team: Nata Managadze; Nino Gordeladze; Rati Gogatishvili; Nutsa Zangurashvili; Avira sound: Achi Kevlishvili, Nika Kocharov; Oti Kharebashvili; Koka Kitia; Omar Gelashvili;
Ana Chubinidze; Zura Javakhia; Nika Sabanadze; Animatory: Manuchar Tumanishvili, Qeti Meskhishvili, Mariam Topuridze, Ripsime Voskanian, Giorgi Kontridze, Mariam Turabelidze; Kato Kalatozishvili; Giorgi Kvintradze; Elene Gabilaia; Nino Natelashvili; Irakli Jghenti; Imeda Tetradze; Lado Andguladze; Zaza Tsomaia; Nanuka Sioridze; Giorgi Sujashvili; Elene Rukhadze; Tatia Modebadze; Mirian Sulakauri; Ivane Kipshidze; Tsotne Marsagishvili; Giorgi Marsagishvili; Mikheil Gvalia; Karen Tumasian; Tigran Tumasian; Giorgi Gogichaishvili; Vaxo Zibzibadze; Giorgi Lomidze; Davit Samkharadze; Vako Leluashvili; Akaki Kurdadze; Davit Arabidze; Nana Lavrelashvili; Natashka Doborjginidze; Buffilms; Makho Yipshidze; Luchia Devejieva; Nino Tsambaia; Giorgi Korganov; Nisley Studio: Sophio Gulisashvili, Zura Kikvadze, Tamaz Bochoidze, Davit Ghviniashvili, Garik Martirosian, Daniel Kikvadze, Tatia Gulisashvili


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„იმიტომ, რომ შენ არჩევნებზე წასვლა დაგეზარა“ — TikTok-ის ვირუსული ტრენდი

JWST-ის ახალმა აღმოჩენამ მეცნიერები დააბნია