შემეცნებითი ჟურნალის National Geographic 2018 წლის საერთაშორისო ფოტოკონკურსის გამარჯვებულები ცნობილია. საუკეთესო ფოტოები სამ კატეგორიაში გამოავლინეს: “ველური ბუნება”, “ადამიანები” და “ადგილები”. წლის მთავარი ჯილდო ფოტოგრაფ იასენ თოდოროვს ერგო კატეგორიაში “ადგილები”. მის ფოტოზე კალიფორნიის უდაბნოში მიტოვებული “ვოლკსვაგენისა” და “აუდის” მარკის ათასობით ავტომობილია ასახული. ნახეთ და შეაფასეთ გამარჯვებული ფოტოები.