in

National Geographic-მა 2024 წლის საუკეთესო ფოტოები გამოაქვეყნა

ამბავი ასეთია: National Geographic-მა 2.3 მილიონი სურათიდან 20 საუკეთესო აარჩია და მათ Pictures of the Year-ის სტატუსი მიანიჭა. ასე კი ვიზუალური სთორითელინგის ტრადიციას აგრძელებენ, რომლის ავტორებიც NatGeo-ს ფოტოგრაფები არიან, რომლებიც მსოფლიოს გარშემო უნიკალური მომენტების აღსაბეჭდად მოგზაურობენ. 

ჩვენი 2024 წლის ფოტოები ვიზუალურად შთამბეჭდავია, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, ისინი წინ წევენ გადაუდებელ გამოწვევებს… დაწყებული მარტორქების გადარჩენით, გაგრძელებული მწვანე ტექნოლოგიების წინსვლით და დამთავრებული ცხოველთა ქცევის ადაპტაციით. ვიმედოვნებთ, რომ ეს სურათები შეაჩერებს აუდიტორიას და შთააგონებს, მეტი გაიგონ მათ შესახებ, — აცხადებს ნათან ლამპი, National Geographic-იდან.

Dangerous Crossroads by Jasper Doest Sioma Zambia

აქ ცხოველებთან ერთად, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებსაც ნახავთ, რომელთა ამბებს National Geographic ფოტოებით გვიყვება. მათ შორისაა მკვდარი სპილოს ფოტო, რომელსაც ირგვლივ ადამიანები დასტრიალებენ — ზამბეზის მდინარისკენ მიმავალს გზაზე მანქანა დაეჯახა და მძღოლიც დაიღუპა. აღნიშნული მდინარე სპილოებისთვის წყლის ერთადერთი რესურსია, რომელთან მისასვლელადაც სამეურნეო ნაკვეთებისა და გზების გავლა უწევთ. ამ ამბავს კი კლიმატის დათბობას მიაწერენ და შეგვახსენებენ, რომ ადამიანებისა და ცხოველების თანაცხოვრებისთვის რაღაც ზომების მიღებაა საჭირო.

Atomic Aftermath by Chinky Shukla, Chacha, India

სხვა ფოტოებთან ერთად, სამი ინდოელი დის სურათსაც შეხვდებით, რომლითაც ჩინკი შუკლა შაჰიდას, საბირასა და კამო ხათუნს გვაცნობს. ფოტოგრაფი თითქმის ათი წელია, რაც მიწისქვეშა ბირთვული ტესტირებების ზემოქმედებას აღბეჭდავს, რომელიც ინდოეთში 1974 და 1998 წლებში ჩაატარეს. ამ დროს დები სახლში საჭმელს ამზადებდნენ… დღეს კი ისინი მხარს უჭერენ ოჯახებს, რომლებიც ახლომდებარე ტერიტორიებზე საქმიანობენ. რაც შეეხება დაფარულ სახეს, ეს მათი მუსლიმური რწმენით აიხსნება.


ამგვარად, National Geographic ფოტოებით არაერთ საინტერესო ამბავს გვიყვება, რომლებიც ქვემოთ შეგიძლიათ, დაათვალიეროთ:

Deep Knowledge by Robbie Shone, Ngounié Province, Gabon
Taking the Plunge by Bertie Gregory, Atka Bay, Antarctica
Petal Pushers by Rena Effendi, Kalaat M’Gouna, Morocco
Total Eclipse Of The Heart by Aaron Huey, Russellville, Arkansas
Dining at Dusk by Babak Tafreshi, Concan, Texas
New Hope For Rhinos by Ami Vitale, Nanyuki, Kenya
A Forever Home by Christie Hemm Klok, Benson, Arizona
A Boom with a View by Peter Fisher, Antigua, Guatemala 
Shepherding Change by Jasper Doest, Coceneşti, Romania
A Fertilizing Frenzy by Ryan Tidman, British Columbia, Canada
Tiny Breakthrough by Ingo Arndt, Konstanz, Germany
Liquid Fuel From the Sun by Davide Monteleone, Jülich, Germany
A Centuries-Old Love Song by John Stanmeyer, Springfield, Illinois
An Imperiled Haven Photograph by M’HAMMED KILITO, Siwa Oasis, Egypt
An Imperiled Haven Photograph by M’HAMMED KILITO, Siwa Oasis, Egypt
When Waters Collide by Jason Gulley, Fanning Springs State Park, Florida
Tracking the Elusive Black Tiger by Prasenjeet Yadav, Odisha State, India
Tracking the Elusive Black Tiger by Prasenjeet Yadav, Odisha State, India

Where Faiths Converge by Matthieu Paley, Pamir Mountains, Tajikistan

რა საკითხებზე უნდა იმუშაონ კომპანიებმა უსაფრთხოების გუნდებთან ერთად

რეცეპტების წიგნი „ცოდვილი“ დიზაინით შექმნეს