შემეცნებითი ჟურნალი National Geographic საერთაშორისო ფოტოკონკურსს ატარებს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18 და მეტი წლის ადამიანებს.
ფოტოების გადაგზავნა მონაწილეებს შეუძლიათ სამ კატეგორიაში: ადამიანები, ადგილები და ველური ცხოვრება. მონაწილეობის ღირებულება $25-ია. მთავარი პრიზი $5,000-ს შეადგენს, პირველ ადგილზე გასული მიიღებს $2,500-ს, მეორე- $1,500-ს, ხოლო მესამე – $750-ს. ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა – 15 ნოემბერი.
ფოტოკონკურსის დეტალურად გასაცნობათ, ეწვიეთ ვებგვერდს.