in

National Geographic ტიტანიკის ჩაძირვის 3D ვერსიით აქამდე უცნობ დეტალებს ავლენს

საუკუნეზე დიდი ხნის წინ ტიტანიკი ატლანტის ოკეანის ფსკერზე აღმოჩნდა, ახლა კი შესაძლებლობა გვაქვს, 3D სკანირების ტექნოლოგიითა და წყალქვეშ შეგროვებული მაღალი გარჩევადობის მონაცემებით თავად გავხდეთ ჩაძირვის მომსწრე…

National Geographic-ის დოკუმენტური ფილმი Titanic: The Digital Resurrection ხელახლა წარმოიდგენს ამ ისტორიულ და ტრაგიკულ მომენტს ციფრული ასლით, რომელიც 700 000 სურათისა და მილიონობით გაზომვის შედეგად შექმნეს… აღმოჩენებს შორის პატარა ხვრელის მსგავსი მასალებიც გვხვდება, რომლებიც მიმოფანტულია, ეს კი ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომ აისბერგმა გემის მთავარი კორპუსი დააზიანა. ხვრელები უფრო ნიუანსურ მარცხზე მიუთითებს, რომ წყალმა გემის დიზაინს აჯობა! არადა, წესით, სხვაგვარად უნდა ყოფილიყო…

სხვა ცვლილებები კატასტროფის ადამიანურ მხარეზე საუბრობს. სკანირება ორთქლის სარქველს აჩვენებს, რომელიც უკან მხარეს ღია უნდა ყოფილიყო, ეს კი ადასტურებს გადარჩენილთა მონათხრობს იმის შესახებ, რომ ტიტანიკის ინჟინრები ხომალდს დიდი ხნის მანძილზე ამუშავებდნენ ენერგიაზე. ხოლო ჩაზნექილი ქვაბები და საქვაბე ოთახების სტრუქტურული დაზიანება მიუთითებს მათ მიერ გადატანილ ძლიერ ზეწოლაზე, რაც ხაზს უსვამს ეკიპაჟის ძალისხმევაზე, დაეტოვებინათ განათება ჩართული სამაშველო ნავების ჩაშვებისას. ყველა ინჟინერი დაიღუპა და ეს ახალი მტკიცებულებაც სწორედ მათ მსხვერპლშეწირვაზე მიგვითითებს. 

პერსონალური დეტალებიც კი ვლინდება — ზღვის ფსკერზე არსებული დამსხვრეული ილუმინატორი და მიმოფანტული ნივთები მიგვითითებს მგზავრების ქაოსურ გამოცდილებაზე…

მართალია, ახლა კაცობრიობის ისტორიის ეს ფრაგმენტები ტექნოლოგიის საშუალებით ინახება, მაგრამ იგი ფიზიკურად დაშლას აგრძელებს. ექსპერტების ვარაუდით, სრულად 2030 წლისთვის შეიძლება, ჩამოიშალოს, რაც National Geographic-ის პროექტს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს.

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ნახევარფინალი 13 აპრილს გაიმართება

სულ სწრაფად გიპოვი – ზუმერის კამპანია Pet Day-თან დაკავშირებით!