18
Oct
2018

აჭარა National Geographic Traveler-ის კონფერენციაზე წარსდგა  

18 Oct 2018

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი პოლონეთში გამართულ National Geographic Traveler-ის საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა. ღონისძიების მთავარი მიზანი ახალი ტურისტული მიმართულებების გამოკვეთა იყო. დეპარტამენტის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, კონფერენციაზე რეგიონის სამთო და საზღვაო კურორტების, ფოლკლორისა და სამზარეულოსთვის პოპულარიზაცია გაეწიათ.

mBank QR
mBank QR

გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, აქ რეგიონის რეკლამირება აქტიურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი მედია-პლატფორმაა National Geographic Traveler, რომელმაც მიმდინარე წლის განმავლობაში აჭარას არაერთი საინტერესო სტატია მიუძღვნა.

„აჭარის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი პოლონეთში დიდია. მსგავსი ტიპის კონფერენციები კი დამატებითი პლატფორმაა ჩვენთვის, რათა ჩვენს სამიზნე აუდიტორიამდე მივიტანოთ აჭარის ტურისტული შესაძლებლობები, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია და რატომ უნდა იმოგზაურონ ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში”, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

აღსანიშნავია, რომ აჭარა ასევე ამყარებს კონტაქტებს National Geographic-ის სხვა ქვეყნების ოფისებთან, რათა რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეალიზებას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი.

განხილვა