in

ფინტექ პლატფორმა ფრილანსერებისა და დისტანციურად მომუშავეებისთვის – Native Teams უკვე საქართველოშია!

ფრილანსერებს დისტანციურად მუშაობა ნებისმიერი ადგილას ყოფნასთან ერთად, უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობის საშუალებასაც უქმნის. თუმცა ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეებიც ახლავს – ფრილანსერებს სჭირდებათ მხარდაჭერა, რათა თავი დაცულად იგრძნონ, დამსაქმებელთან გადახდების დარეგულირებასთან ერთად, იმ ბენეფიტებითაც ისარგებლონ, რაც ოფიციალურად დასაქმებულებს აქვთ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კი იმ ანაზღაურების სრულყოფილად მიღებაა, რასაც ფრილანსერს უხდიან. ფრილანსერებისა და დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის სამუშაო გარემოს რეგულირებისათვის, დიდ ბრიტანეთში ფინტექ კომპანია Native Teams ჩამოყალიბდა – საერთაშორისო მოქნილი გადახდებისა და დასაქმებულის სტატუსის რეგულირების პლატფორმა, რომელიც ფრილანსერებსა და დისტანციურად მომუშავეებს პროცესების მართვას უმარტივებს. სულ რაღაც, ორ წელიწადში, სტარტაპმა 30 ქვეყნის ბაზარზე შეძლო შესვლა და ახლახან, Eleven Ventures-ისგან მოიპოვა ინვესტიცია.

ცოტა ხნის წინ, Native Teams-მა ქართულ ბაზარზეც შემოაბიჯა, რაც ადგილობრივ ტალანტებს უცხოელ დამსაქმებლებთან ურთიერთობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. ცალკეული პროფესიონალების გარდა, Native Teams-ის სერვისები ხელსაყრელია კომპანიებისთვის, რომლებსაც პლატფორმის საშუალებით საერთაშორისო გუნდის ჩამოყალიბება და მართვა კომფორტულად შეუძლიათ. Native Teams-ის პლატფორმის უპირატესობებზე კომპანიის ბიზნეს განვითარების მენეჯერი და საქართველოში Native Teams-ის მთავარი წამომადგენელი ნინა ნიქაბაძე გვესაუბრა:

„ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ დისტანციურად დასაქმებას, გავამარტივოთ ყველა პროცესი და პროცედურა, როგორც დისტანციურად მომუშავეებისთვის, ასევე კომპანიებისთვის, რომლებიც დისტანციურად ასაქმებენ.“

M: ორ წელიწადში თქვენი შედეგი 30 ქვეყნის ბაზარი და რამდენიმემილიონიანი ინვესტიციაა – რამ განაპირობა ასეთ მოკლე დროში კომპანიის წარმატება?

პირველ რიგში, გამოცდილებამ. დამფუძნებლებს, დაახლოებით, შვიდწლიანი გამოცდილება ჰქონდათ, როცა ამ პროექტზე დაიწყეს მუშაობა. თავადაც დისტანციურად მომუშავეები იყვნენ და ზუსტად იცოდნენ, რა პრობლემებს ეხებოდნენ, ფრილანსერების თვალსაზრისითაც და კომპანიის გადმოსახედიდანაც. შემდეგ ეტაპზე, თითოეულ ქვეყანაში ისეთი გუნდები ჩამოყალიბდა, რომლებსაც ხარისხიანად შეეძლოთ ამ საქმის კეთება.

უკვე მსოფლიოში ვართ გაფანტული, ამერიკისა და აფრიკის ბაზარზე შევედით. ამავდროულად უფრო მეტად ყურადღება ექცევა კომპანიებთან თანამშრომლობას, როგორც HR, მცირე და დიდ კომპანიებს, ასევე სტარტაპებს, რომლებსაც სურთ გლობალური ტალანტების აყვანა ისე, რომ კონკრეტულ ბაზარზე არ შევიდნენ.

M: მიმოვიხილოთ, რა პრობლემებს აწყდებიან ფრილანსერები და დისტანციურად მომუშავე ადამიანები საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობისას?

ფრილანსერებსა და დისტანციურად მომუშავეებს ორი მთავარი პრობლემა ჰქონდათ: საერთაშორისო გადახდების ბარიერების გარეშე მიღება და დასაქმებულის სტატუსის მოპოვება ლოკალურ ბაზარზე. ბევრი ფრილანსერი აღნიშნავს, რომ სახიფათოა უცხოელ დამსაქმებლებთან ურთიერთობა. Native Teams-ის ინვოისისა და გადახდის მოთხოვნის საშუალებით კი ის დაცულია. იცის, რომ საქმიანობა სრულად ლეგალურია და მის უკან დგას კომპანია, რომელიც მისი გადახდების სისტემას იცავს. ხშირ შემთხვევაში, ფრილანსერები Google-ში არსებულ ინვოისის სისტემას ან Pdf ფაილს იყენებენ, თუმცა ამით არ არიან დაცულები და ეს ძალიან დიდ რისკს შეიცავს. დამატებითი პრობლემებიც ახლდა, მაგალითად – 79% შემთხვევაში, დასაქმებული ვერ გამოიყენებდა Paypal-ს, რადგან ყველა ვერ რეგისტრირდება მსგავს საიტებზე. პლატფორმის საშუალებით, მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად, ინვოისის საფუძველზე მოთხოვონ შესრულებული საქმის ანაზღაურება და თანხა მიიღონ პირდაპირ Native Teams-ის ონლაინ საფულეში.

M: Native Teams სერვისები ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. რას გულისხმობს ეს მიმართულებები? 

სერვისებს რაც შეეხება, ერთი მხრივ, გვაქვს გადახდების სისტემა, მეორე მხრივ – დასაქმებულის სტატუსის რეგულირება. პირველი საერთაშორისო გადახდების სისტემაა. ონვოისირებით დაწყებული, გადახდების მოთხოვნის სისტემით დამთავრებული, უამრავ ფუნქციას მოიცავს. დასაქმებულის სტატუსის რეგულირებას რაც შეეხება, ბევრი ფრილანსერი ფიქრობს, რომ უკეთესია თავიანთი შემოსავლები დამალონ და დასაქმებულის სტატუსი არ ჰქონდეთ. საინტერესოა, რომ საქართველოში საშემოსავლო გადასახადი ყველაზე დაბალია და ზუსტად ამიტომ ცდილობენ აიყვანონ საქართველოდან ფრილანსერები.

M: როგორც ახსენე, ფრილანსერები ხშირად ცდილობენ დასაქმებულის სტატუსისთვის თავის არიდებას. Native Teams-ის შემთხვევაში, რა უპირატესობა აქვს მათთვის დასაქმებულის სტატუსის მიღებას? 

დასაქმებულის სტატუსს არაერთი სარგებელი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დახმარებით, ისინი ყველა იმ სარგებელს იღებენ, რასაც ადგილობრივად ოფიციალურად დასაქმებულები. მაგალითად, დაზღვევა. კორპორაციული დაზღვევა გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე ინდივიდუალური. დამატებითი სარგებელია ასევე ქეშბექ სისტემა სხვადასხვა მაღაზიაში, რომელიც საქართველოს ბაზარზე მალე ჩაეშვება. ხშირად, ფრილანსერები ადგილს ეძებენ, სადაც იმუშავებენ, შესაბამისად, საერთო სამუშაო სივრცეებშიც აქვთ შესაძლებლობა ჩვენი პლატფორმის საშუალებით დაჯავშნონ ადგილი. ფრილანსერს თავად შეუძლია დათვალოს თავისი ხელფასი, ნახოს, რა გადასახადების გადახდა შეუძლია, დარეგისტრირდეს და მთლიანი სერვისი ჩვენგან მიიღოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს ყველა მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს Native Teams-ის ვიზა ბარათი, რომლის გამოყენებაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია ხელმისაწვდომი.

Native Teams არ არის პლატფორმა, სადაც ეძებ სამსახურს. აქ იღებ მომსახურებას. შეგიძლია დაარეგულირო როგორც გადახდები, ასევე შენი დასაქმებულის სტატუსი. ლეგალური და ფინანსური ნაწილი მთლიანად დაფარულია Native Teams-ის მიერ.

Native Teams უზრუნველყოფს რელოკაციასაც და დისტანციურად მომუშავეებს პროფესიული სამუშაო ვიზების მიღებაში უწევს დახმარებას.

M: როგორ შეუწყობს ხელს Native Teams ფრილანსერებსა და დისტანციურად მომუშავე ადამიანებს საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობაში?

ჩვენი ერთ-ერთი პროდუქტი ამასაც უზრუნველყოფს, რომ ქართველ ტალანტებს გლობალური დასაქმებისკენ გაუხსნას გზა. მაგალითად, როდესაც ამერიკულ კომპანიას სურს აიყვანოს ფრილანსერი, ყველას არ აქვს საჭიროება, რომ აქ გახსნას ოფისი და თანამშრომლები ასე ოფიციალურად აიყვანოს. ამის გამო, დამსაქმებლები ჩვენნაირ შუამავალ კომპანიას იყენებენ, რომლის საშუალებითაც აჰყავთ გლობალური ტალანტები. ამ სერვისით ფრილანსერებს ოფიციალურად დასაქმებულის სტატუსი აქვთ და გარანტიებული არიან, რომ ყოველთვიურ ხელფასს მიიღებენ, გადასახადები იქნება გადახდილი და დასაქმებულის სტატუსი ექნებათ.

M: უსაფრთხოებას როგორ უზრუნველყოფთ?

დაცულობას რაც შეეხება, Native Teams სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ ეს ინვოისი ლეგალური და გადამოწმებულია. ჩვენ ვართ შუამავალი კომპანიასა და ფრილანსერს შორის. თუ თანხა არ ჩაირიცხება, არის კონკრეტულად გაწერილი პროცედურები, რის საშუალებითაც აუცილებლად მიიღებთ ანაზღაურებას.

M: რა მიმართულებით გეგმავთ განვითარებას?

საქართველოში ივნისის დასაწყისში შემოვედით. თავდაპირველად, საპილოტე რეჟიმში ვაკვირდებოდით, რამდენად მოთხოვნადი იქნებოდა პროდუქტი საქართველოსთვის. საკმაოდ მაღალი დაინტერესების გამო, როგორც ფრილანსერების, ასევე კომპანიების მხრიდან, ჩვენი გუნდი აქაურ ბაზარზე სწრაფად ფართოვდება, იგეგმება აქტივობები და უფრო მეტი განვითარება გველის.

ეს იქნება პლატფორმა, როგორც გადახდების და დასაქმებულის სტატუსის რეგულირების, ასევე ფრილანსერების და კომპანიებისთვის. ეს არ იქნება დასაქმების პლატფორმა, კომპანიებს საშუალება ექნებათ გააზიარონ თავიანთი მოთხოვნები და ვაკანსიები.

ბოლო დროს, კიდევ უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდა და კიდევ უფრო დიდი შემოთავაზებები აქვს კომპანიას. ჩვენ გვქონდა ვებგვერდი და უფრო გავამარტივეთ, რათა ყველა ადამიანმა მარტივად გამოიყენოს ჩვენი აპლიკაციიდან ნებისმიერი მოწყობილობიდან.

ასევე, Native Teams ერთ-ერთი სპონსორია ღონისძიება First Annual Web 3 Conference-ის, რომელიც 22-23 ოქტომბერს გაიმართება. კონფერენციაზე, აქტუალურ ტექნოლოგიურ თემებზე, Native Teams-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი ნიკოლა ბუბევსკი ისაუბრებს, რომლის კომენტარსაც აქვე გთავაზობთ:

„კომპანიის დაფუძნების პირველივე დღიდან, Native Teams-ის გუნდის წევრი ვარ. ვიმედოვნებ, კონფერენციის განმავლობაში, Native Teams-ის პროდუქტი წაახალისებს და მეტ მოტივაციას შესძენს დამსაქმებლებსაც და დასაქმებულებსაც უბიძგებს გადახედონ მუშაობის სტრატეგიებს, გადახდების მეთოდებსა და კომპანიის შიდა კულტურას.

ამავდროულად, ველი, რომ ჩემი გამოსვლა ადამიანებს წაახალისებს გადახედონ საერთაშორისო ანაზღაურების სისტემებს და ჩაერთონ გლობალური ფინტექ ბაზრის განვითარებაში.“

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

[R]

Adobe მეტავერსში ტელეფონით გადაღებული ფოტოების შეტანის საშუალებას გაძლევთ

Adidas-მა მარჯ სიმფსონის თმების შთაგონებით ახალი მოდელი შექმნა